ბარაქ ობამამ სოჭზე უარი თქვა

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა არ ჩაუდგება სათავეში ამერიკის დელეგაციას სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე.

როგორც გაზეთი "ლოს ანჯელეს თაიმსი" წერს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სპორტის დიდი თაყვანისმცემელია, ის არ აპირებს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე დასწრებას.

"დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ საპრეზიდენტო დელეგაცია სოჭში იქნება, თუმცა ჯერ უცნობია, ვინ ჩაუდგება მას სათავეში. ლონდონის ოლიმპიადაზე პრეზიდენტის მეუღლე იმყოფებოდა; ყოფილა შემთხვევები, როცა ობამას მრჩევლები დასწრებიან დიდ სპორტულ ფორუმებს, მაგრამ ჯერჯერობით, ამ მხრივ, არაფერია ცნობილი"
, - განაცხადა რუსეთში აშშ-ის ელჩმა მაიკლ მაკფოლმა.

უკვე ცნობილია,
რომ ობამას ნაცვლად, სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება კალიფორნიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, შიდა უსაფრთხოების ექსმინისტრი ჯანეტ ნაპოლიტანო. გახსნაზე ასევე ვიხილავთ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწეს - რობერტ ნეიბორსს, ლეგენდარულ ჩოგბურთელს - ბილი ჯინ კინგსა და ფიგურულ სრიალში ოლიმპიურ ჩემპიონს - ბრაიან ბოიტანოს.

23 თებერვალს, დახურვის ცერემონიაზე ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება გენერალური მდივნის პირველი თანაშემწე უილიამ ბერნსი. მასთან ერთად იქნებიან ციგურებით სირბილში ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონები - ბონი ბლერი და ერიკ ჰაიდენი; აგრეთვე, ქალების ჰოკეიში ორგზის ოლიმპიური პრიზიორი კეიტლინ კეჰოუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბარაქ ობამა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადას არ დაესწრება
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული