ბაქო 2015. კრივი: ჯერ არც წარმატება ითქმის, არც წარუმატებლობა

AutoSharing Option
ვიდრე ჩვენი მძიმეწონოსანი მიხეილ ბახტიძე (+91) გავიდოდა რინგზე, ჩვენი მოკრივეების წინასწარი შეხვედრების ბალანსი სამი მოგება და სამი წაგება იყო.

ასეთ სიტუაციაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით წიკლაურმა შეფასებისგან თავი შეიკავა. ეტყობოდა ბახტიძის იმედი ჰქონდა და მანაც გაუმართლა - 3:0 სძლია უკრაინელ ვლადისლავ სირენკოს.

ქართველი განსაკუთრებით აქტიური იყო მე-2 და მე-3 რაუნდებში. შეხვედრის დამთავრებამდე ცოტაღა რჩებოდა, როცა ბახტიძის ერთ-ერთი ეფექტური შეტევა მძლავრი დარტყმით დასრულდა და უკრაინელს ექიმის დახმარება დასჭირდა.

ამ ორთაბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციის ოთახში ჩავედი და ასეთ სცენას შევესწარი: უკრაინელი მოკრივე
ინტერვიუს იძლეოდა, დროდადრო კი ყინულიან პარკს იდებდა ყვრიმალთან. ამ დროს ელვის სისწრაფით შემოვარდა მისი მწვრთნელი, ჟურნალისტებს მოუბოდიშა და სირენკო სასწრაფოდ გაიყვანა - ექიმი ელოდებაო.

ბახტიძემდე ორთაბრძოლა ჩაატარა ბადრი ხარძიანმა (75 კგ). მისი მეტოქე საკმაოდ ძლირი მოკრივე, ბელარუსი ვიტალი ბანდარენკა იყო. სამწუხაროდ, ეს პაექრობა ჩვენმა მოკრივემ მშრალად წააგო - 0:3.

ვნახოთ, როგორ გამოიყენებენ ქართველი მოკრივეები წინსვლის შანსს. ასპარზობა 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

თენგიზ გაჩეჩილაძე ბაქოდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ცნობილაძე გაუშვეს ცნობილი შეცდომის გამო... ვინმე უსმენს ამ .... ხუხაშვილის და მისი ასევე ... მეწყვილის კომენტარებს კრივზე? ძალიან დამეჯერებლად გვატყუებენ, რომ თუ მოკრივემ პირველი ორი რაუნდი წააგო ქულებით, მესამე რაუნდში მხოლოდ ნოკაუტი თუ უშველის მიუხედავად იმისა 1000ით ნოლი რომც მოიგოს მესამე რაუნდი))))))
azaelo
23:53 20-06-2015
0
ხუხაშვილის კომპეტენტურობაზე რა გითხრა კრივში, მაგრამ ამ შემთხვევაში მართალი უთქვია. მხოლოდ ნოკაუტი უშველის 2 რაუნ დის წაგებას
ალექსანდრე
21:41 23-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული