ბაქო 2015. ძიუდო: ავთანდილ ჭრიკიშვილმა საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ივნისს ქართულმა დელეგაციამ ბაქოს I ევროპულ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა შეძლო. 81 კგ. წონით კატეგორიაში ჭრიკიშვილი დამაჯერებლად გავიდა ფინალში, სადაც რუს ივან ნიფონტოვს შეხვდა.

მიუხედავად აშკარად მიკერძოებული მსაჯობისა, ქართველმა ძიუდოისტმა (თითო ვაზარი და ერთი გაფრთხილება რუსს) მაინც მოახერხა გამარჯვება და ოქროს მედალის მოპოვება.

მანამდე მსოფლიო რეიტინგის აბსოლუტურმა ლიდერმა ბულგარელ ივაილო ივანოვს, ესტონელ ევგენი სალეევს, ბელორუს ალექსანდრ სტიაშენკასა და გერმანელ სვენ მარეშს სუფთად მოუგო.

26 ივნისს ფინალში იჭიდავა ნუგზარ ტატალაშვილმაც (73 კგ.), რომელმაც გადამწყვეტი ბრძოლა
ებრაელ საგი მუკისთან დათმო და ვერცხლს დასჯერდა.

მაშ ასე, ქართულმა დელეგაციამ უკვე 13 მედალი მოიპოვა: ერთი ოქრო, 4 ვერცხლი და 8 ბრინჯაო და გუნდურ ჩათვლაში 22-ე ადგილზეა.

ბაქოს თამაშებზე 27 ივნისს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთაგან ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) გავლენ, 28 ივნისს კი ძიუდოში გუნდური შეჯიბრი გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 5 /
გენაცვალეე ნამდვილი ლომი ხაარ, წართმევას გიპირებდნენ ოქოროს მაგრამ ძალა აღმართს ხნისოო მთელი საქართველო გაახარე დღეეს
......
xasi
21:50 26-06-2015
0
შენს აღმზრდელს ვენაცვალე ავთო. გეხუტუნე სულში და გულში. მომავალ წელს ოლიმპიური ოქრო მოგველოცოს. მადლობა ყველაფრისთვის.
Shalva73
21:59 26-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული