სპორტული კომპლექსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ცერემონიას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. სტუმრებს მასპინძლობა გაუწია "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა.
კომპლექსი ოთხ სპორტულ ობიექტს მოიცავს. ესენია: საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი (როგორც ბიჭების, ასევე გოგონების შეჯიბრებისთვის) და მძლეოსნობის ახალი სტადიონი. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლების
"ახალი თბილისის" გახსნის ცერემონიაზე ასევე გაიხსნა ოლიმპიური თემატიკის ქანდაკება "ოლიმპიური ალი", რომლის ავტორი ლევან ვარდოსანიძეა. ქანდაკება ქართული დროშის ფერებშია წარმოდგენილი. იგი შესრულებულია წითელი და თეთრი ქვისგან, აქვს პირამიდის მსგავსი ფორმა, რგოლების ჯაჭვში ადის ოლიმპიური ცეცხლი (ალი). ქანდაკების ირგვლივ გაშენდება პარკი, სადაც განთავსდება ბეტონის კონსტრუქციის სკამები და სპეციალური განათება, რასაც ასევე ითვალისწინებს არქიტექტურული კომპოზიცია.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" თბილისში 26 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის მსვლელობის დროს საქართველოს 18 წლამდე ასაკის 4 000-მდე სპორტსმენი ევროპის 50 ქვეყნიდან ეწვევა, საერთო სტუმრების რაოდენობა კი 10 000-ს მიაღწევს. ღონისძიებას გააშუქებს 300 ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი.
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა: ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი.
წყარო: interpressnews.ge