თბილისი 2015. ჩოგბურთი: ანა მაქაცარია მესამე წრეში გავიდა

AutoSharing Option
"თბილისი 2015"-ის მეორე წრეში ქართველმა ანა მაქაცარიამ ბულგარელი გერგანა ტოპალოვა (GerganaTopalova) სამ სეტში ანგარიშით 6:1 2:6 6:3 დაამარცხა.

პირველ სეტში მაქაცარია სრულ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო.

მეორე სეტში ბულგარელმა რევანშის აღება მოახერხა და 6:2 მოიგო. მესამე ყველაზე ხანგრძლივი სეტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მერვე გეიმში მაქაცარიამ გადამწყვეტი ბრეიკის გაკეთება შეძლო და 2 საათზე მეტი ხანგრძლივობის დაძაბული შეხვედრა ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

მესამე წრეში ანა მაქაცარია მეორე ნომრად განთესილ ლატვიელ ფავორიტს, დანიელა ვისმანეს (Daniela Vismane) შეხვდება, რომელმაც დღეს
მეორე წრეში ავსტრიელი არაბელა კოლერი (Arabella Koller) ანგარიშით 6:2 6:3 დაამარცხა.

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015

წყარო: tbilisi2015.com
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული