ქართველი მსაჯები რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე

AutoSharing Option
ქართველ სპორტსმენთა მსგავსად, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიებს ჩვენი მსაჯებიც იღებენ - ამ დღეებში სოჭში ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციამ გამოაქვეყნა ოლიმპიადაზე მისავლინებელი 48 არბიტრის სია, რჩეულთა შორის კი ორი ქართველიცაა: ედიშერ მაჩაიძე და თემურ ყაზარაშვილი.

ოღონდ მაჩაიძე სუპერვაიზერი იქნება, ყაზარაშვილი კი ჩვეულებრივი მსაჯი, ვინც უშუალოდ განსჯის შეხვედრებს. სუპერვაიზერებს ეს არ ევალებათ, ისინი მხოლოდ საპროტესტო ეპიზოდში, ეგრეთ წოდებული ჩელენჯისას ერევიან და გამოაქვთ საბოლოო დასკვნა.

როგორც გითხარით, ოლიმპიადას 50-მდე მსაჯი მოემსახურება, ამათგან კი ორი ქართველია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამბავია. თან გავითვალისწინოთ, რომ წინა
თამაშებზე მხოლოდ ერთი არბიტრი, მაჩაიძე გვყავდა.

თუმცა ეს არაა ჩვენი მსაჯების ბოლო მიღწევა - ასევე ამ დღეებში ოლიმპიადაზე მსაჯობის უფლება მიიღო რუსუდან ხოფერიამ, რომელიც ბატუტზე ხტომას განსჯის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიადების ისტორიაში,პირველი მსაჯი სპორტულ ტანვარჯიშში იყო,_ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, სპორტის ოსტატი, ომარ (ანზორ) ღონღაძე.
როლანდი
14:38 17-12-2015
0
წლების მანძილზე, ომარ ღონღაძე იყო, ტანვარჯიშულ სახეობათა საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, დიდი წარმატებები ქონდა.
ბიჭი
14:50 17-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული