რიო 2016: 8 აგვისტოს სრული კალენდარი

AutoSharing Option
დღის ინტრიგები

რიოს აუზში
ცურვაში ისევ მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდება. ისევე, როგორც 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, 200 მეტრზეც კაცებს შორის ჩინელი სუნ იანგია ფავორიტი, თუმცა აზიელმა მაკ ჰორტონთან წააგო 400 მეტრი, ახლა კი ბრიტანელი ჯეიმს გაი ემუქრება. ეს უკანასკნელი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გახლავთ. ამ დისციპლინაში მიიღებენ მონაწილეობას: ლეგენდარული გერმანელი, მსოფლიოს რეკორდის მფლობელი პაულ ბიდერმანი და ლონდონის თამაშების ჩემპიონი, ფრანგი იანიკ ანიელი, მაგრამ მათ საპრიზო სამეულში მოხვედრის კანდიდატებად არ განიხილავენ.

* * *
დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში. დისციპლინაში,
რომელშიც ამერიკელები 1996 წლის ოლიმპიადის შემდეგ არ მარცხდებიან, ოქროსთვის იბრძოლებენ ავსტრალიელი მიტჩ ლარკინი და ამერიკელი რაიან მერფი. ლარკინმა შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიგო 100 და 200 მეტრი გულაღმა ცურვაში, სამაგიეროდ, წელს მერფის სეზონის საუკეთესო დრო აქვს. ელოდებიან, რომ ორივე შეძლებს ლეგენდარული აარონ პირსოლის რეკორდის გაუმჯობესებას, მცირე უპირატესობას კი მაინც მერფის ანიჭებენ.

* * *
ქალებს შორის 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში მეორე ოქროს მოპოვებას ეცდება უნგრელი კატინკა ჰოშუ, თუმცა ამ დისციპლინაში თითქმის ყველაფერი გარკვეულია. ყველა ელოდება ისტორიულ მომენტს - მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი, ავსტრალიელი ემილი სიბომი პირველი ქალი გახდება ისტორიაში, ვინც 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში 58 წამიდან გამოვა. ასე რომ, ველოდებით ემილის მსოფლიოს რეკორდით მოგებას.

* * *
მას შემდეგ, რაც თავისი უპრინციპობის გამო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადაზე დაუშვა რუსი იულია ეფიმოვა, 100 მეტრზე ბრასით გაცურვას სამი ფავორიტი ჰყავს: ლიტველი რუტა მეილუტიტე, რომელიც ლონდონში 15 წლის ასაკში გახდა ჩემპიონი, უკვე ნახსენები ეფიმოვა და ახალი სახე - 19 წლის ამერიკელი ლილი კინგი.

შარშან ეფიმოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაამარცხა მეილუტიტე და ახლა ბალტიისპირელი რევანშისთვის ემზადება. წელს მას და კინგს რუსზე უკეთესი დრო აქვთ ნაჩვენები და ფავორიტებად განიხილებიან. რაც შეეხება ეფიმოვას, მის მიერ ნაჩვენები შედეგი ეჭვს გამოიწვევს, რადგან ის დოპინგზე ჩავარდნილი სპორტსმენია.

სხვა სტარტები
- გამოვლინდება გუნდური გამარჯვებული სპორტულ ტანვარჯიშში მამაკაცებს შორის. საკვალიფიკაციო უკვე გაიმართა და ჩინეთი ლიდერობს. ასე რომ, ეს გუნდი ახლოს არის ოთხი წლის წინ მოპოვებული ტიტულის შენარჩუნებასთან.

- ოლიმპიური რაგბის პირველი ჩემპიონი გაირკვევა დღეს. ქალებს შორის ავსტრალია მსოფლიოს სერიის ბოლო გამარჯვებულია (ხუთი ტურნირიდან ოთხის ფინალში გავიდა). წინა სამი წლის განმავლობაში კი ამ სერიის ჩემპიონი ახალი ზელანდია ხდებოდა.

- ქალთა კალათბურთში გამორჩეული მატჩია. ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტები - აშშ და ესპანეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

8 აგვისტო (სრული კალენდარი)

16:00-16:40 ფარიკაობა. ხმალი. ქალები. 1/32-ფინალი
16:00 წყალბურთი. კაცები. ხორვატია-ჩერნოგორია (B)
16:00-17:15 ტყვიის სროლა. პნევმატური შაშხანა. 10 მ კაცები. კვალიფიკაცია
16:00-23:44 მშვილდოსნობა. პირადი. კაცები. 1/32-ფინალი
16:10-16:20 აკადემიური ნიჩბოსნობა. ორადგილიანი ცალმოსასმელიანი.
ქალები. მანუგეშებელი
16:20-16:40 აკადემიური ნიჩბოსნობა
ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი (მსუბუქი). ქალები. მანუგეშებელი
16:26-00:10 მშვილდოსნობა. პირადი. ქალები. 1/32-ფინალი
16:30-19:00 ტყვიის სროლა. ტრაპი. კაცები. კვალიფიკაცია
16:30 ფრენბურთი. ქალები. ჩინეთი-იტალია (B)
16:30 ხელბურთი. ქალები. ს. კორეა-შვედეთი (B)
16:40-17:00 აკადემიური ნიჩბოსნობა
ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი (მსუბუქი). კაცები. მანუგეშებელი
16:52-00:23 მშვილდოსნობა. პირადი. კაცები. 1/16-ფინალი
17:00-18:08 ძიუდო. 57 კგ. ქალები. 1/16-ფინალი
17:00-19:40 ძიუდო. 73 კგ. კაცები. 1/32-ფინალი
17:00-19:00 მაგიდის ჩოგბურთი. ერთეულები. ქალები. 1/16-ფინალი
17:00-19:00 ძალოსნობა. 62 კგ კაცები. B ჯგუფი
17:00 ბალახის ჰოკეი. ქალები. ავსტრალია-აშშ (B)
17:00-21:20 ცხენოსნობა. სამჭიდი. პირადი. საველე გამოცდები
17:00-21:20 ცხენოსნობა. სამჭიდი. გუნდური. საველე გამოცდები
17:00-17:10 აკადემიური ნიჩბოსნობა. ოთხადგილიანი წყვილმოსასმელიანი.
კაცები. მანუგეშებელი
17:00-17:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები.
შვეიცარია-ავსტრალია (ჩ)
17:05-00:36 მშვილდოსნობა. პირადი. ქალები. 1/16-ფინალი
17:10-17:20 აკადემიური ნიჩბოსნობა. ოთხადგილიანი წყვილმოსასმელიანი
ქალები. მანუგეშებელი
17:00-18:20 ფარიკაობა. ხმალი. ქალები. 1/16-ფინალი
17:20 წყალბურთი. კაცები. იტალია-საფრანგეთი (B)
17:20-17:30 აკადემიური ნიჩბოსნობა. ოთხადგილიანი ცალმოსასმელიანი
კაცები. მანუგეშებელი
17:30-17:50 აკადემიური ნიჩბოსნობა. რვაადგილიანი ცალმოსასმელიანი
ქალები. კვალიფიკაცია
17:50-18:10 აკადემიური ნიჩბოსნობა. რვაადგილიანი ცალმოსასმელიანი
კაცები. კვალიფიკაცია
18:00-18:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი
ქალები. ბრაზილია-არგენტინა (B)
18:00-19:00 კრივი. 49 კგ. კაცები. წინასწარი (4 ბრძოლა)
18:00 ჩოგბურთი. ერთეულები. კაცები. 1/16-ფინალი
18:00 ჩოგბურთი. წყვილები. კაცები. 1/8-ფინალი
18:00 ჩოგბურთი. ერთეულები. ქალები. 1/16-ფინალი
18:00 ჩოგბურთი. წყვილები. ქალები. 1/8-ფინალი
18:00 ბალახის ჰოკეი. კაცები. გერმანია-ინდოეთი (B)
18:08-18:40 ძიუდო. 57 კგ. ქალები. 1/8-ფინალი
18:30 ხელბურთი. ქალები. საფრანგეთი-რუსეთი (B)
18:35-19:20 ფარიკაობა. ხმალი. ქალები. 1/8-ფინალი
18:35 ფრენბურთი. ქალები. იაპონია-კამერუნი (A)
18:40 წყალბურთი. კაცები. აშშ-ესპანეთი (B)
18:40-18:56 ძიუდო. 57 კგ. ქალები. 1/4-ფინალი
19:00 კალათბურთი. ქალები. ესპანეთი-აშშ (B)
19:00-21:00 მაგიდის ჩოგბურთი. ერთეულები. კაცები. 1/16-ფინალი
19:00-19:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. პოლონეთი-რუსეთი (B)
19:00-19:30 ტყვიის სროლა. პნევმატური შაშხანა. 10 მ კაცები. ფინალი
19:00-19:30 კრივი. 69 კგ. კაცები. წინასწარი (2 ბრძოლა)
19:30-20:02 კანოე და კაიაკი (სლალომი). ორადგილიანი კანოე. კაცები. I ცდა
19:30-20:00 კრივი. 75 კგ. კაცები. წინასწარი (2 ბრძოლა)
19:30-21:00 ძალოსნობა. 58 კგ. ქალები. B ჯგუფი
19:30 ბალახის ჰოკეი. კაცები. კანადა-არგენტინა (B)
19:30 რაგბი. ქალები. მე-11 ადგილისთვის
19:40-20:00 ფარიკაობა. ხმალი. ქალები. 1/4-ფინალი
19:40-21:00 ძიუდო. 73 კგ. კაცები. 1/16-ფინალი
20:00-20:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. ესპანეთი-ყატარი (F)
20:00-20:25 ცურვა. 200 მ. თავისუფალი. ქალები. კვალიფიკაცია
20:00 წყალბურთი. კაცები. სერბეთი-საბერძნეთი (A)
20:00-21:00 კრივი. 91 კგ. კაცები. წინასწარი (4 ბრძოლა)
20:00 რაგბი. ქალები. მე-9 ადგილისთვის
20:00 აფროსნობა. RS:X. კაცები. წინასწარი რბოლები
20:00 აფროსნობა. ლაზერი. კაცები. წინასწარი რბოლები
20:00 აფროსნობა. ლაზერ-რადიალი. ქალები. წინასწარი რბოლები
20:00 აფროსნობა. RS:X. ქალები. წინასწარი რბოლები
20:10-21:04 კანოე და კაიაკი (სლალომი). ერთადგილიანი კაიაკი. ქალები. I ცდა
21:20-21:52 კანოე და კაიაკი (სლალომი). ორადგილიანი კანოე. კაცები. II ცდა
20:27-20:52 ცურვა. 200 მ. ბატერფლაი. კაცები. კვალიფიკაცია
20:30 ბალახის ჰოკეი. ქალები. ზელანდია-გერმანია (A)
20:30 რაგბი. ქალები. მე-5 ადგილისთვის. 1/2-ფინალი
20:54-21:19 ცურვა. 200 მ. კომპლექსური. ქალები. კვალიფიკაცია
21:00-21:40 ძიუდო. 73 კგ. კაცები. 1/8-ფინალი
21:00 რაგბი. ქალები. მე-5 ადგილისთვის. 1/2-ფინალი
21:15 კალათბურთი. ქალები. კანადა-სერბეთი (B)
21:15 კალათბურთი. კაცები. სერბეთი-ავსტრალია (A)
21:30 რაგბი. ქალები. 1/2-ფინალი. A1/მესამეადგილოსანი - C2/B2
21:40 ხელბურთი. ქალები. ესპანეთი-ნორვეგია (A)
21:40-22:00 ძიუდო. 73 კგ. კაცები. 1/4-ფინალი
22:00-22:54 კანოე და კაიაკი (სლალომი). ერთადგილიანი კაიაკი. ქალები. II ცდა
22:00 ფრენბურთი. ქალები. აშშ-ჰოლანდია (B)
23:00-00:00 წყალში ხტომა. კაცები. 10 მ. სინქრონული. ფინალი
22:00-22:30 ტყვიის სროლა. ტრაპი. კაცები. 1/2-ფინალი
22:00 რაგბი. ქალები. C1/A2 - B1/საუკ. მესამეადგილოსანი
22:30-23:20 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. ბრაზილია-ავსტრია (A)
22:30-22:45 ტყვიის სროლა. ტრაპი. კაცები. მე-3 ადგილისთვის
22:30-22:45 ძიუდო. 73 კგ. კაცები. მანუგეშებელი
22:30-22:45 ძიუდო. 57 კგ. ქალები. მანუგეშებელი
22:30-23:10 ძალოსნობა. 58 კგ. ქალები. A ჯგუფი
22:45-23:00 ტყვიის სროლა. ტრაპი. კაცები. ფინალი
22:50-23:04 ძიუდო. 57 კგ. ქალები. 1/2-ფინალი
23:00-23:50 ფარიკაობა. ხმალი. ქალები. 1/2-ფინალი
23:00-00:00 მაგიდის ჩოგბურთი. ერთეულები. ქალები. 1/8-ფინალი
23:00-01:40 სპორტული ტანვარჯიში. გუნდური მრავალჭიდი. კაცები. ფინალი
23:30-00:20 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. აშშ-ავსტრია (F)
23:30-23:40 ძიუდო. 73 კგ. კაცები. 1/2-ფინალი
23:40 ხელბურთი. ქალები. ბრაზილია-რუმინეთი (A)
23:40-23:45 ძიუდო. 73 კგ. კაცები. მე-3 ადგილისთვის
23:40-23:44 ძიუდო. 57 კგ. ქალები. მე-3 ადგილისთვის
23:50-23:54 ძიუდო. 57 კგ. ქალები. მე-3 ადგილისთვის
00:00-01:00 მაგიდის ჩოგბურთი. ერთეულები. კაცები. 1/8-ფინალი
00:00-00:04 ძიუდო. 57 კგ. ქალები. ფინალი
00:00-01:00 კრივი. 49 კგ. კაცები. წინასწარი (4 ბრძოლა)
00:00 ბალახის ჰოკეი. ქალები. ჰოლანდია-ს. კორეა (A)
00:05 ფრენბურთი. ქალები. სერბეთი-პუერტო რიკო (B)
00:10-00:15 ძიუდო. 73 კგ. კაცები. მე-3 ადგილისთვის
00:15-00:35 ფარიკაობა. ხმალი. ქალები. მე-3 ადგილისთვის
00:20-00:25 ძიუდო. 73 კგ. კაცები. ფინალი
00:30-01:20 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები. ჰოლანდია-კოსტა რიკა (F)
00:30 კალათბურთი. ქალები. იაპონია-ბრაზილია (A)
00:30 რაგბი. ქალები. მე-7 ადგილისთვის
00:45-01:05 ფარიკაობა. ხმალი. ქალები. ფინალი
01:00-01:30 კრივი. 69 კგ. კაცები. წინასწარი (2 ბრძოლა)
01:00 ბალახის ჰოკეი. ქალები. ინდოეთი-ბრიტანეთი (B)
01:00 რაგბი. ქალები. მე-5 ადგილისთვის
01:30 რაგბი. ქალები. მე-3 ადგილისთვის
01:30-02:00 კრივი. 75 კგ. კაცები. წინასწარი (2 ბრძოლა)
01:30-02:30 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. ჰოლანდია-გერმანია (B)
02:00 კალათბურთი. კაცები. აშშ-ვენესუელა (A)
02:00-03:40 ძალოსნობა. 62 კგ. კაცები. A ჯგუფი
02:00-03:00 კრივი. 91 კგ. კაცები. წინასწარი (4 ბრძოლა)
02:00 რაგბი. ქალები. ფინალი
02:30 ბალახის ჰოკეი. ქალები. ესპანეთი-ჩინეთი (A)
02:30 წყალბურთი. კაცები. იაპონია-ბრაზილია (A)
02:45 კალათბურთი. ქალები. სენეგალი-ჩინეთი (B)
02:50 ხელბურთი. ქალები. არგენტინა-ჰოლანდია (B)
03:30 ფრენბურთი. ქალები. რუსეთი-ს. კორეა (A)
03:30 ბალახის ჰოკეი. ქალები. არგენტინა-იაპონია (B)
03:30-04:30 მაგიდის ჩოგბურთი. ერთეულები. ქალები. 1/8-ფინალი
03:50 წყალბურთი. კაცები. უნგრეთი-ავსტრალია (A)
04:00-04:30 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. იტალია-კანადა (A)
04:30-05:30 მაგიდის ჩოგბურთი. ერთეულები. კაცები. 1/8-ფინალი
04:50 ხელბურთი. ქალები. ანგოლა-ჩერნოგორია (A)
05:00-05:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები. ესპანეთი-ჩეხეთი (B)
05:03-05:09 ცურვა. 200 მ. თავისუფალი. ქალები. 1/2-ფინალი
05:12-05:18 ცურვა. 200 მ. თავისუფალი. ქალები. 1/2-ფინალი
05:21-05:27 ცურვა. 200 მ. თავისუფალი. კაცები. ფინალი
05:30-05:35 ცურვა. 100 მ. გულაღმა. ქალები. ფინალი
05:30 კალათბურთი. კაცები. საფრანგეთი-ჩინეთი (A)
05:38-05:43 ცურვა. 100 მ. გულაღმა. კაცები. ფინალი
05:35 ფრენბურთი. ქალები. ბრაზილია-არგენტინა (A)
05:54-05:59 ცურვა. 100 მ. ბრასი. ქალები. ფინალი
06:00-06:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები. ავსტრალია-ვენესუელა (F)
06:10-06:16 ცურვა. 200 მ. ბატერფლაი. კაცები. 1/2-ფინალი
06:19-06:32 ცურვა. 200 მ. ბატერფლაი. კაცები. 1/2-ფინალი
06:33-06:39 ცურვა. 200 მ. კომპლექსური. ქალები. 1/2-ფინალი
06:39-06:45 ცურვა. 200 მ. კომპლექსური. ქალები. 1/2-ფინალი
07:00-07:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები. აშშ-ჩინეთი (ჩ)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული