8 აგვისტოს ქართველი არ წააგებს რუსთან! ლაშა შავდათუაშვილმა იარცევი დაჩაგრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ლაშა შავდათუაშვილმა რეპეშაჟში რუსი დენი იარცევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

შავდათუაშვილი თავიდან იუკოთი აგებდა, თუმცა რამდენიმე წუთში მეტოქეს ვაზარი აუღო, მომდევნო ილეთით უკვე იპონიც მიითვალა.

ქართველის სპორტსმენი ბრინჯაოსთვის მედლისთვის ებრაელ საგი მუკისთან იჭიდავებს.

ოლიმპიურმა და ევროპის 24 წლის ქართველმა ჩემპიონმა, რომელიც შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, თავდაპირველად ჯერ კუბელ მაგდიელ ესტრადას სძლია სუფთად, შემდეგ კი - შრილანკელ ჩამარა რეპიიალაჯს, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელთან დამარცხდა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი
მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამის მერე კიდე უფრო გული დამწყდა ლაშამ ოქრო რო ვერ მოიგო, თუმცა უნდა ვაღიაროთ ,რომ ის იაპონელი მართლა უძლეველი იყო გუშინ,ყოჩაღ ლაშა,ყველაფერი წინ გაქვს და მაგ იაპონელსაც მიაგებ მალე საკადრისს დარწმუნებული ვარ,გაიხარე...
gg
09 აგვისტო 2016 12:04
0
ვულოცავ ლაშას !!!
ონოს მხოლოდ ლაშასთან დაჭირდა 5 წუთი გამარჯვებისთვის, სხვა ყველას წმინდად მოუგო.
არც ისე შორს არის ის დრო, რომ ლაშამ ონო გააკრას ტატამს.
დათო
09 აგვისტო 2016 11:23
0
Vulocav lashas am udides warmatebas. Rac sheexeba statias, politikisa da sports shoris gansxvavrba iswavlet jurnalistrbma da nu urevt ertmanetshi
!!!!!!
09 აგვისტო 2016 11:08
0
აუ რუსეთუმეებს რა გაუტყდათ. ყოველდღე ეგრე უნდა იყოთ რუსეთუუმები ეგეთი დაგრუზულები ქართველების გამარჯვებით და რუსეთის დამარცხებით!
სიმართლე
09 აგვისტო 2016 10:41
0
ონომ ისე იჭიდავა კიმონოც არ ამოეჩაჩა ლაშასთან
m
09 აგვისტო 2016 10:38
0
ონო უბრალოთ სხვა სამყაროდან იყო თორემ ლაშამ დიდებულათ იჭიდავა, სხვა ვერავინ მოუგებდა
nodarichi123
09 აგვისტო 2016 10:14
0
აჯობებს აქ, ამ მოგების შესახებ ინფორმაციაზე მოგილოცო, შემდეგ მოგებაზე მოლოცვა არ იქნებოდა საქართველოში კარგად მიღებულ/გაგებული...))))))) საქართველოს გაუ -მარ-ჯოს!
მოშე, გილოცავ! ))))))))
09 აგვისტო 2016 10:12
0
ქართული მიწის შვილი.ვამაყობთ შენით.
ნიკოლოზი
09 აგვისტო 2016 10:02
0
ბრავო ლაშა კარგად ანახე, კარგად დროშა!!!)))
svani
08 აგვისტო 2016 23:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული