ლაშა შავდათუაშვილი: უფლება არ მქონდა, 8 აგვისტოს რუსთან წამეგო

AutoSharing Option
8 აგვისტოს, ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა, რომელმაც რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რუსი დენის იარცევის დამარცხების შემდეგ ემოციური კომენტარი "რუსთავი 2"-თან გააკეთა.

ქართველმა ძიუდოისტმა რუსი მეტოქე რეპეშაჟში დაამარცხა. არადა, შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა ლაშამ ბოლო 30 წამში შეძლო ჯერ ვაზარის მოპოვება, შემდეგ კი იპონით გამარჯვება. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"დღეს ისეთი დღე იყო, ვფიქრობდი, რომ მე უფლება არ მქონდა, ეს შეხვედრა წამეგო. ცოტა ვნერვიულობდი კიდევაც, იმიტომ,
რომ 8 აგვისტო იყო და ჩვენი გმირების სახელით, მე უფლება არ მქონდა, გავსულიყავი და ყველაფერი არ გამეკეთებინა, რათა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერია და არ ვართ სუსტები”, - განაცხადა შავდათუაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

იარცევთან გამარჯვების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ებრაელი საგი მუკი დაამარცხა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

- რიო 2016: ვაშა ლაშას! პირველი და ისტორიული მედალი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 22 /
მანამდე ლაშა, ძალიან თბილად მოექცა რუსს, როდესაც დაჯახების შემდეგ, ხელი ძალიან თბილად ჩამოართვა. მერე რომ მოიგო საქარტველოს დროშაზე მიანიშნა, იარცევს კი არა, ეგ ჟესტი პუტინზე იყო გამიზნული
lasha19
16:28 09-08-2016
0
ცალკეულ რუს სპორტსმენთან ,ხალხთან ნორმალური ურთიერთობა კარგია,მაგრამ ისისც საჭიროა ვიცოდეთ–სპორტსმენი პუტიბის პოლიტიკის მომხრეა თუ წინააღმდეგი?... როგორია პუტინის დამოკიდებულება სპორტული შეჯიბრების მიმართ?პუტინისთვის სპორტული გამარჯვებები არის მისი ავტორიტარული ძალაუფლების განმტკიცების ერთ–ერთი პროპაგანდისტული საშუალება(,,ვსტავანიე ს კოლენ,,)(((კორუფციული გარიგებები სოჭის ოლიმპიადის და მუნდიალის მასპინძლობისთვის(მგონი სულ მცირე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი),დოპინგ–სკანდალი შარდის გამოცვლით საბოლოოდ ამტკიცებს,რომ პუტინი არ მიიჩნევს სპორტს,როგორც მხოლოდ სპორტულ შეჯიბრებას და თაღლითობა შარდით საბოლოოდ ამტკიცებს,რომ პუტინი ყველაფერს კადრულობს გამარჯვებისთვის,შესაბამისად ვერანაირი სპორტული პაექრობა რუსეთის ნაკრებთან ან რუსეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენთან ვერ ჩაითვლება ამხანაგურად...
ზაზა
15:24 22-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული