რიო 2016: ვალერი ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონი დასცა და ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ნახევარფინალური შეხვედრა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, კორეელ დონჰან გვაკთან გამართა და სუფთად გაიმარჯვა.

ლიპარტელიანმა ორთაბრძოლა პირველივე წუთზე ვაზარით დაიწყო, რასაც მალევე მეორეც მიაყოლა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ოლიმპიური ოქროს მედლისთვის ვალერი იაპონელ მიშუ ბაკერს შეხვდება.

ევროპის სამგზის ქართველი ჩემპიონი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მან ჯერ ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი შებოჭა, შემდეგ კი - ნაურუელი ოვინი უერა. მეოთხედფინალში ლიპარტელიანმა მონღოლ ოგტონბაატარ ლხაგვასურენთან ორი გაფრთხილებით ერთის საპირისპიროდ, გაიმარჯვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ოლიმპიადიდან
პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

 

მკითხველის კომენტარები / 14 /
მუხბე,ეგ შენი დიდგორია, იცოდე.წაგების უფლება არ გაქვს.უკან გზა აღარ არი.ღმერო იყავი ჩვენს ძმასთან.
სვანი
11 აგვისტო 2016 00:24
0
უმაგრესი კაციიიიიი....ასეთი ბიჭები გვჭირდება...
L.s
11 აგვისტო 2016 00:14
0
ვინმემ თქვას რა ფინალი რომელ საათზეა?
mixo papa
11 აგვისტო 2016 00:00
0
მიდი მუხბერ, შენ შემოგევლე,გაგვინათე ეგ ბნელი ღამე.
სვანი
10 აგვისტო 2016 23:53
0
მიდი ლიპოოოო, კიდევ ერთი!
LM
10 აგვისტო 2016 23:51
0
ფინალში წარმატებები ლიპოს !!!!!!!!!!! მაგარი ბიჭი ხარ
ლაშა19
10 აგვისტო 2016 23:47
0
მიდი ლიპოოოო, კიდევ ერთი!
LM
10 აგვისტო 2016 23:45
0
ახლა ჩინეთში ვარ და ვინაიდან მხოლოდ ჩინელი ოლიმპიელების გამოსვლებს უჩვენებენ, ამ საიტს ყოველ წამს ,,ვარეფრეშებ" , სკაიპით ვუყურე ამ შესანიშნავ გამოსვლას, გაიხარე როგორც მე გამახარე. პ.ს აქ ახლა დილის 4 საათია და 2 საათში სამსახურში უნდა ვიყო :)
მარიამი
10 აგვისტო 2016 23:44
0
უჭკვიანესი ძიუდოისტი! მადლობა ლიპოს ამ სიხარულისთვის. წარმატება ფინალში.
sandro
10 აგვისტო 2016 23:42
0
მიდი ლიპოოოო, კიდევ ერთი!
LM
10 აგვისტო 2016 23:40
0

სიახლეები პოპულარული