რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 12 აგვისტოს

AutoSharing Option
12 აგვისტოს რიოს ოლიმპიადაზე სპორტის სამ სახეობაში სამი ქართველი სპორტსმენი გამოვა.

ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი (+100) პირველივე წრეში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდება.

17:00 - 20:00 კვალიფიკაცია, 1/4-ფინალები
22:30 - 23:40 რეპეშაჟი, 1/2-ფინალები
23:40 - 00:20 შეხვედრა III ადგილისთვის
00:20 - 01:10 ფინალი

ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინა გამოვა.

21:00 - 22:30 კვალიფიკაცია
22:42 - 23:15 ფინალი

- რიო 2016: ლუბა გოლოვინას მესამე ცდა ოლიმპიადაზე

მძლეოსანი ბაჩანა ხორავა სიგრძეზე ხტომაში გამოვა.

04:20 - 05:30 სიგრძეზე ხტომა. კვალიფიკაცია

- რიო 2016: ბაჩანა ხორავას მოტივაცია
დიდი მიზნისთვის


ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

- რიო 2016: 12 აგვისტოს სრული კალენდარი
მკითხველის კომენტარები / 26 /
დაგვრჩა ბოლო იმედი,მაგრამ ოქრუაშვილის მე არ მჯერა,მეშინია პირველივე ორთაბრძოლიდან არ გამოეთიშის ტურნირს,ეს ნამდვილად კრახი იქნება,ღმერთმა ქნას ვცდებოდე,ისე სამართლიანობისთვის უნდა ითქვას,რომ ბატონი უძნაძე ვეღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს და დონეს,რაც სჭირდება ჩვენს ნაკრებს,დროა თავისი ნებით წავიდეს და ადგილი დაუთმოს უფრო მაღალი დონის სპეციალისტს,ასე აჯობებს მისთვისაც და ბიჭებისთვისაც,ჩვენ კი დიდ მადლობას ვეტყვით უზნაძეს და კეთილი სურვილებით დვემშვიდობებით.
roma
10:43 12-08-2016
0
ვერ დავეთანხმები ზოგიერთს,რომ ძიუდოში ყველაფერი Xდება. ხდება მაგრამ იშვიათად და არა ისე ხშირად, როგორჩ ჩვენ სპორტსმენებს ემართებათ.ასე წამდაუწუმ ყველასთან და ყოველთვის არ უნდა აგებდე პრინციპულ შეხვედრებს.ეს ყველაფერი მწვრთნელის და სამწვრთნელო შტაბის ბრალია. ბიჭებს ტექნიკას მონდომებას ვერ დაუკარგავ. მთავარი ფსიქოლოგიური განწყობა აკლიათ რაც მათ სტაბილურობაზე დამღპველად მოქმედებს.
dilari
11:11 12-08-2016
0

სიახლეები პოპულარული