რიო 2016: ბექა ღვინიაშვილი "საფირმო" გდებით მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ძიუდოისტთა ტურნირში წარმატებით ჩაება ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი (100), რომელიც მერვედფინალში გავიდა.

20 წლის ღვინიაშვილი, რომლისთვისაც ეს ოლიმპიადა სადებიუტოა, პირველ წრეში ისვენებდა. მეორე წრეში ის ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერს შეხვდა და სუფთად გაიმარჯვა. ბექამ მეტოქე ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა.

ქართველი სპორტსმენი მერვედფინალში ბელგიის წარმომადგენელ ტომა ნიკიფოროვს შეხვდება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ყველანი კაი ბიჭები ხართ, მაგრამ ოქრო გვინდა, ოქრო,ოქრო,ოქროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
გიჟუა
18:54 11-08-2016
0
გენაცვალე ხელებში!
თენგო
18:11 11-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული