რიო 2016: მაიკლ ფელპსმა 22-ე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
31 წლის ამერიკელმა მოცურავე მაიკლ ფელპსმა რიოს ოლიმპიადაზე მე-4 მედალი მოიპოვა და ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობა 22-მდე აიყვანა.

ფელპსმა კომპლექსურ ცურვაში 200 მეტრზე საუკეთესო დრო (1:54:56) აჩვენა და იაპონელ მოცურავეს, კოსუკე ჰაგინოს თითქმის ორი წამით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ფელპსმა აშშ-ის ნაკრებთან ორი ესტაფეტა და ბატერფლაიში 200 მეტრზე დისტანცია მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ფელპსს შანსი აქვს, კიდევ ერთი მედალი მოიპოვოს. ამერიკელი მოცურავე ბატერფლაიში 100 მეტრზე დისტანციაზე უნდა გავიდეს.

- მაიკლ ფელპსი რომ ქვეყანა იყოს - რამდენ ქვეყანას უსწრებს მოცურავე
მკითხველის კომენტარები / 1 /
დ ო პ ი ნ გ ი ? არა "belmondo", ნიჭი, ტალანტი, ფენომენი... და უკეთესი ქვეყანა(ც)! )))))))
"belmondo" გადამალეთ! რუსე(თუმეე)ბს დაუძახეთ!
15:51 12-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული