![](https://sportall.ge/pictures/image31/7e0d6b68941e7122aca9936271ce0fe1.jpg)
თორღვაიძემ სამხტომში საკვალიფიკაციო ეტაპზე შედეგი ვერ აჩვენა - სამივე ცდა გააცუდა.
ფინალში გასასვლელად საკვალიფიკაციო ნორმატივი 16.95 მ-ს შეადგენდა. ფინალში ასპარეზობის უფლება საუკეთესო შედეგის მქონე 12-მა სპორტსმენმა მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების სხვა წევრებიდან მძლეოსნობაში საკვალფიკაციო ეტაპზე 18 აგვისტოს ელით გამოსვლა ბირთვის მკვრელ ბენიკ აბრამიანს და სიმაღლეზე მხტომელ ვალენტინა ლიაშენკოს, 21 აგვისტოს მარათონულ რბენაში ცდის ძალებს დავით ხარაზიშვილი.