რიო 2016: გიორგი ჩხეიძემ B ჯგუფში გამოსვლა უშედეგოდ დაასრულა

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენ გიორგი ჩხეიძეს.

ჩხეიძემ 105 კგ წონით კატეგორიაში B ჯგუფში იასპარეზა. ატაცში მისი საუკეთესო მაჩვენებელი 170 კგ იყო, აკვრაში კი სამივე ცდა უშედეგო გამოდგა.

დღეს რიოში მედლებისათვის +105 კგ-ში ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე იბრძოლებენ. ორივე ძალოსანი A ჯგუფში გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული