რიო 2016: შმაგი ბოლქვაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ნახევარფინალში დამარცხდა შმაგი ბოლქვაძე (66) და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

22 წლის ბათუმელი ფალავანი 1/2-ფინალში სერბ დავორ შტეფანეკთან სუფთად დამარცხდა. მანამდე მერვედფინალში ბოლქვაძემ ფინელ ტერო სეპო ვალიმაეკს სძლია, მეოთხედფინალში კი 30 წლის ირანელი ოლიმპიური ჩემიონი ომიდ ნოროოზი დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედაში ბოლქვაძუს მეტოქე იაპონელ ტომოჰირო ინუესა იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 11:00 საათიდან დაიწყება, ბრინჯაოს მედლებისათვის დაპირისპირება კი 24:00 საათიდან აიღებს სტარტს.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
შმაგი მაგარი ბიჭია,რაც შეეხება ამ სპორტს ასეთი დებილი და უსამართლო არც ერთი სახეობა არაა...
gg
16 აგვისტო 2016 23:06
0
გულდასაწყვეტი იცით რა არის? ხო ხშირად წაგვიგია ქართველებს და მსაჯისთვის დაგვიბრალებია, თუმცა უმეტეს შემთხვევებში მსაჯის გარდა ჩვენი ბრალიც იყო - არ ვიაქტიურეთ, არ ვიბრძოლეთ საკმარისად და ა.შ. შმაგიმ მართლა არაფერი დააკლო, რაც შეიძლებოდა აქტიურად და უშეცდომოდ იჭიდავა, მეტი რა ექნა? თურმე ყველა სიტუაციაში შეძლებია მსაჯს ვინმეს დაჩაგვრა ბოლომდე... აი ეს არის აღმაშფოთებელი, სხვა არაფერი! შმაგი კიდევ ბევრ ჯილდოს მოიგებს!
gio
16 აგვისტო 2016 22:48
0
ბატონო ბორის, ჩემი აზრით გაპროტესტებას (დასაშვები ფორმებით რა თქმა უნდა) ყოველთვის აქვს აზრი. გამუდმებით და პრინციპულად, ყოველი მსგავსი შემთხვევის მერე. ადრე თუ გვიან, მოუწევთ ჭიდაობის (და სპროტის ბევრი სხვა სახეობის) მამებს ამაზე დაფიქრება. მე ხშირად მიფიქრია და იმედიც მქონია, რომ ეს ყველაფერი გაუგებრობაა და ადრე თუ გვიან დასრულდება (და სამართლიანობა იქნება). სამწუხაროდ, ძალიან ვცდებოდი! რაც დრო გადის უფრო და უფრო ჩაგრავენ სუსტი ქვეყნების წარმომადგენლებს "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" სასარგებლოდ. და ეს 21-ე საუკუნეში! გუშინდელივით მახსოვს, წინა ოლიმპიადაზე ჩვენმა რომ ყაზახი დაამარცხა და ამისთვის ბრინჯაო უნდა აეღო. ყაზახებმა გააპროტესტეს და მსაჯთა კოლეგიამ პროტესტი დაუკმაყოფილეს (ბრინჯაო ყაზახს შეხვდა). როდესმე გახსოვთ, რომ ქართველების პროტესტს შედეგი გამოეღო? თუ ერთ მაგალითს მაინც მომიყვანთ, გავჩუმდები. რაც მართლა არ მესმის - ჩვენები ამას ეგუებიან როგორც გარდაუვალ ჭეშმარიტებას, როგორც მოცემულობას. არა ბატონებო, ამას არ უნდა შევეგუოთ! შმაგი საუკეთესოა!!!
Kaxa
16 აგვისტო 2016 22:08
0
მეც მიკვირს რატომ ჩაგრავენ მსაგები ქართველებს ასე?მართლა თუ შეიძლება რომ პროტესტი გამოითქვას და რით დასრულდება ეს პროტესტი,შედეგს გამოიღებს თუ წყლის ნაყვა შეგვრჩება ?
boris kvikvinia
16 აგვისტო 2016 21:28
0
შმაგი ბოლქვაძე ხომ მთელი თავით ჯობდა ყველა დანარჩენ მოჭიდავეს თავის წონით კატეგორიაში! სულ ვფიქრობდი, ვიღა (ან რაღა) შეაჩერებს-თქო ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზდე და აი თურმე რა - მსაჯი! მისი აღვირახსნილი და დაუსჯელი საქციელი. და არა მხოლოდ მსაჯი, არამედ მსაჯთა მთელი კოლეგია! როგორ უნამუსოდ იჩეჩდნენ მხრებს, ნეტა რატომ აპროტესტებენ ქართველებიო... მსაჯობის საკითხები აუცილებლად უნდა დასვან საქართველომ და საქართველოსნაირმა დაჩაგრულმა ქვეყნებმა, ერთობლივად! თორემ რაც დრო გავა უარესი და უარესი იქნება.
Kaxa
16 აგვისტო 2016 21:28
0
მთელი საქართველო ჩობჯენშია ჩაყენებული და ეს თუ ჩააყენეს არაუშავს გადავიტანთ
lasha
16 აგვისტო 2016 21:20
0
მარტლაც მაგარი ბიჯია სად ნახულობენ ასეტი დაბალი დონის არბიტრებს
aleko
16 აგვისტო 2016 21:17
0
მე ერთი რამ ვიცი - შმაგი ჩემპიონია! და იმ უსინდისო კორეელმა თუ პასუხი არ აგო, პასუხი მაინც უნდა გასცეს გარკვეულ, მისთვის უსიამოვნო კითხვებს - სხვას რას გვიკეთებს ჩვენი ფედერაცია? მაქვს შეგრნება, რომ იმ მსაჯმა დღეს ჩვენ დაგვცინა. ეს არ უნდა "გავატაროთ" ასე იოლად!
Temo
16 აგვისტო 2016 20:46
0
ზედმეტი აქტიურობაც არაა საჭირო.
ნათქვამია "ოლიმპიური სიმშვიდით" იმოქმედეო.
ასეა ეეს!
16 აგვისტო 2016 20:41
0
სერიოზულად ვფიქრობ რომ ,ბერძნულ რომაულმა ჭიდაობამ თავისი რესურსი ამოწურა, ეს უკვე ჭიდაობა აღარ არის დგანან რორორც სუმოიტები და ეჯიკავებიან ერთმანეთს.ამხელა ტურნირზე 2 3 ილეთი თუ გაკეთდა და ისიც უღიმღამო. ამას დავარქმევდი ბერძნულ რომაილ სუმოს. .ბოდიში და ცხვირებს ახოცავენ ერთმანეთს.
vano
16 აგვისტო 2016 20:30
0

სიახლეები პოპულარული