ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.

- ლაშა ტალახაძე: ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით

ტალახაძემ რიოში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია ორჭიდის ჯამში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
დალი მოიპოვა! [VIDEO]" />

დღესვე გამოსვლა +105 კგ-ში მესამე ადგილზე დაასრულა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ასევე 6-ივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
იხილეთ ფოტოგალერეა
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
Sportall.Ge

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია: თითო ოქრო-ვერცხლი და სამი ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66) მოიპოვა, მანამდე კი პრიზიორები ძიუდოისტები გახდნენ - ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა შავდათუაშვილმა (73) - ბრინჯაო.

საერთო ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის მე-40 ადგილს ეთიოპიასთან იყოფს.

იხილეთ ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 73 /
Tqven genacvaleeet!!! Gilocaaavt!!! Uuuf daclili var emociebisgan. Mglebi xart bicheboo!!!
Shota
18 აგვისტო 2016 11:08
0
ცოტა დიდი ვიდეო ჭრილი გაგეკეთებინათ, კარგა ხანს ვისიამოვნებდი ყურებით რა იქნებოდა მაშინათვე იწყებთ და წყვეტთ
.....
17 აგვისტო 2016 17:42
0
გმადლობთ ბიჭებო, მადლობა ყველას ვისაც კი მცირე წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში.
მე დღეს ვარ ამაყი და ამ სიამაყის მიზეზი თქვენ მომეცით!
გიორგი
17 აგვისტო 2016 15:13
0
ღმერთმა უმრავლოს ჩვენ ქვეყანას თქვენისთანა პროფესიონალები ყველა სახეობაში! გენაცვალეთ!
გია
17 აგვისტო 2016 14:31
0
ჩვენო საამაყო ბიჭებო! ძალიან გთხოვთ არ წახვიდეთ პოლიტიკაში. თქვენ ხართ ქართული სპორტის აწმყო და მომავალი. თქვენი ადგილი ფიცარნაგზეა ქართველი ხალხის სასიხარულოდ. ჩემი თუ არ გჯერათ, კითხეთ ასანიძეს!
pele
17 აგვისტო 2016 13:43
0
დიდი მადლობა ბიჭებო! მთელი საქართველო თქვენით ამაყობს, სამტრედია
guro
17 აგვისტო 2016 13:25
0
როგორც მთლიანი საქართველომ გაიხარა აი ისე გაიხარეთ ჩვენო სამშობლოს გამხარებლებო.ტალახაძე, თურმანიძე, მწვრთვნელ ასანიძესთან და პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან ერთად, აი შრომის შედეგი,აი მიზნამდე ბაქი ბუქობის გარეშე მისვლა დ აერთი თხოვნა გოლიათების მ,წვრთვნელ ასანიძეს, რად გინდა ეს სექტა ნაცთა ხროვა, გამოდი იქედან დროზე და მთელი სამშობლო გაიხარებს შენი ღირსეული მოქმედებით, განვედ ეხლავე ნაცებისაგან.
მამლუქი ქუთაისელი
17 აგვისტო 2016 13:02
0
ტქვენ გენაცვალეტ ბიჭებო.
kaxa
17 აგვისტო 2016 12:43
0
გაიხარე, მადლობა დიდი!!!
ლექსო
17 აგვისტო 2016 12:27
0
ასანიძეს მადლობა,მაგრამ 4წელი ნაცებთან რო არ დაეკარგა წინა ოლიმპიადაზეც შეიძლებოდა მედლები
ბუზალა
17 აგვისტო 2016 12:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული