ლიპო დაბრუნდა - ემოციური შეხვედრა ცოლ-შვილთან თბილისის აეროპორტში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ვალერი ლიპარტელიანი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნდა.

ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე 90 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, წარმატებით გაიარა წინასაფინალო შეხვედრები და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, დაცვის პოლიციის თანამშრომლები, გულშემატკივრები და ახლობლები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ვალერი ლიპარტელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბის კაპიტანია.

ვალერი ლიპარტელიანთან ერთად სამშობლოში საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძეც ჩამოვიდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლიპო ჩვენ გულებში ხარ ძმაო, ნაღდი ქართველი კაცი ხარ, წინ კიდევ ბევრი ჩემპიონატები გელის და წარმატებები
algeti
18:59 17-08-2016
0
უდიდესი პატივისცემა და მოკრძალება, ღირსეულო ქართველო, წინ კიდე ბევრი წარმატებებია
მიშა
16:10 17-08-2016
0

სიახლეები პოპულარული