მისი სიტყვებით, მათი დამსახურებაა უმაღლეს დონეზე სპორტის ფინანსირების ძველი სისტემის დანგრევა, ახალი კი აღარ მოუფიქრებიათ.
"გერმანიამ უკვე ჩააგდო რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა - თამაშების ბოლომდე აღარაფერი შეიცვლება. სახელმწიფო თითქმის არ უდგას მხარში უმაღლესი მიღწევების სპორტს, სამაგიეროდ, მედლების მოპოვებას ითხოვს", - აღშფოთებულია ბრიქსი.
იგი ჟურნალისტს მოუყვა იმის შესახებ, რომ გარკვეული ხნის წინ გერმანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ფიქრობდა სოციალური სპორტული ლატარიის შექმნაზე, საიდანაც მიღებული მოგება სპორტის
"შეკრებებისა და ტრანსპორტირების ნაწილობრივ დაფინანსება საკმარისი არ არის. ფული უნდა ჩაიდოს ინოვაციურ ტექნოლოგიებში, სპორტულ მედიცინაში და შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ მედლებზე", - ამბობს ბრიქსი.
სიკვდილი ტაქსიში
კანოეში გერმანიის ოლიმპიური ნაკრები მწვრთნელის გარეშე დარჩა. შტეფენ ჰენცე ავტოკატასტროფაში მოყვა და რიო-დე-ჟანეიროს კლინიკაში გარდაიცვალა."ძალიან დამწუხრებულები ვართ, რადგან ბრწყინვალე ადამიანი დავკარგეთ. ის ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში", - წერია გერმანიის ნაკრების განცხადებაში.
ჰენცე ტაქსიში იჯდა, როცა ავარია მოხდა. მან თავის სერიოზული ტრავმები მიიღო და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, რომელშიც არ აღმოჩნდა ნევროლოგიური განყოფილება. ამიტომაც საჭირო გახდა მწვრთნელის სხვა საავადმყოფოში გადაყვანა, რომელიც 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. იქ ჰენცეს გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილთან ერთად, მანქანაში იმყოფებოდა გერმანიის ნაკრების კიდევ ერთი თანამშრომელი - კრისტიან კედინგი. მან მსუბუქი ტრავმები მიიღო და საავადმყოფოდან მალე გამოწერეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"