ირანელმა მწვრთნელმა ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა

AutoSharing Option
ირანელი მძიმეწონოსანი ძალოსნის, ბეჰდად სალიმის მწვრთნელმა საჯად ანუშირავანიმ რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ირანელ ძალოსანს ოქროს მედალი მსაჯებმა წაართვეს.

- ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

სალიმმა, რომელიც ლაშა ტალახაძისა და ირაკლი თურმანიძის წონით კატეგორიაში (+105 კგ) ასპარეზობდა, ატაცში 216 კგ დაძლია, თუმცა აკვრაში ვერცერთი ცდა გამოიყენა. თავდაპირველად ირანელმა 245 კგ ვერ დაიმორჩილა. მართალია, მეორე ცდაზე ეს მოახერხა, მაგრამ მსაჯებმა ძალოსანს შტანგის აწევისას შეცდომა დაუფიქსირეს და შედეგი არ ჩაუთვალეს.
სალიმს მესამე ცდაც გაუცუდდა.

ირანელი მწვრთნელის სიტყვებს Daily Mail-ი აქვეყნებს:

"ეს შეთქმულება იყო, ჟიურიში ჩვენი მტრები ისხდნენ. აშკარაა, რომ სწორედ მათ მოპარეს სალიმის მედალი. მსაჯები განგებ იყვნენ შერჩეულნი, რომ ყველაფერი ასე მომხდარიყო. ის (სალიმი) ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონია. მან დღეს აქ მსოფლიო რეკორდი დაამყარა...".

აღსანიშნავია, რომ თავად სალიმიმ ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ ქართველებს წარმატება გულითადად მიულოცა.

- ირანელი სპორტსმენის ღირსეული საქციელი ტალახაძის გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 21 /
გვაბრალებს აქ ჩვენ
1717
17 აგვისტო 2016 16:17
0
ასე იცის წაგებამ ისე მსაჯებთან კიარა ლაშასთან წააგო მისმა მოწაფემ რა ქართველებთან არ წაუგიათ ნეტა არასდროს.
quTaiseli
17 აგვისტო 2016 15:46
0
ეგ ირანელი მწვრთნელი ტავის გამოსავალს ეძებს,აშკარა იყო მწვრთნელის შეცდომა და ეხლა უნდა მარცხი სხვას გადააბრალოს..
nikola
17 აგვისტო 2016 15:44
0
მაგარი სათაურია. სად ნახეთ ლაშას გამარჯვების ეჭქვეშ დაყენება? მედალი დაგვაკარგიესო. რომც ჩაეთვალათ მეორე ცდა, სალიმი მეტის ამწევი მაინც არ იყო. მარა ეგ მწვრთნელიც გაღმა შეედავეს პრინციპით მოქმედებს. თვითონ უნდა ცოდნოდა რისი ამწევი იყო სალიმი. დაბალი წონით რო დააწყებიეს ტალახაძეს ორივ ეკომპონენტი, გიჟები კი არ არიან ამხელა ოლიმპიური ჩემპიონები. გაანაღდებიეს 242 კილოთი ვერცხლი და მერე მიუშვეს დიდ წონებზე. ეგრე ექნათ ირანელებსაც და აღარ ექნებოდათ საწუწუნო
elguja
17 აგვისტო 2016 14:59
0
იდიოტია, აბა რა, დერეფანში კინაღამ რომ სცემეს გონია ვერ ვნახეთ? ოქრო არა და ვერცხლი ნაღდად მაგისი იყო, ზუსტად მაგის ბრალია და ეახლოს ეხლა შაჰ-აბასს.
მერაბის
17 აგვისტო 2016 14:39
0
ხო არ ჯედავს ეგ
nodarichi123
17 აგვისტო 2016 14:35
0
ვინც ნახა, საეჭვოც არაფერია - ღირსეული და დამსახურებულია ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი!
საჯად, არ ღირხარ განსჯად! არ ჩაგესვლება ირანში? :))))))))
17 აგვისტო 2016 14:27
0
თუ ეს მართლა თქვა, ეს ირანელი ვერაა ღირსეული კაცი. ღირსეულ ქართველ ძალოსნებს გაუ-მარ-ჯოოს! მადლობა!
როცა ღირსეულ შეგირდს უღირსებო მწვრთნელი ჰყავს!
17 აგვისტო 2016 14:21
0
ჩვენმა სუფთად მოიგო, რა შეთქმულება ელანდება, ღირსეულად წაგება ისწავლე ჯობია
ალეკსანდრე
17 აგვისტო 2016 14:07
0
თვითონ იდიოტი იყო, ვერ გათვალა შეგირდის ძალები და ახლა მსაჯებს აბრალებს
მერაბი
17 აგვისტო 2016 14:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული