ირანელმა მწვრთნელმა ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა

AutoSharing Option
ირანელი მძიმეწონოსანი ძალოსნის, ბეჰდად სალიმის მწვრთნელმა საჯად ანუშირავანიმ რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ირანელ ძალოსანს ოქროს მედალი მსაჯებმა წაართვეს.

- ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

სალიმმა, რომელიც ლაშა ტალახაძისა და ირაკლი თურმანიძის წონით კატეგორიაში (+105 კგ) ასპარეზობდა, ატაცში 216 კგ დაძლია, თუმცა აკვრაში ვერცერთი ცდა გამოიყენა. თავდაპირველად ირანელმა 245 კგ ვერ დაიმორჩილა. მართალია, მეორე ცდაზე ეს მოახერხა, მაგრამ მსაჯებმა ძალოსანს შტანგის აწევისას შეცდომა დაუფიქსირეს და შედეგი არ ჩაუთვალეს.
სალიმს მესამე ცდაც გაუცუდდა.

ირანელი მწვრთნელის სიტყვებს Daily Mail-ი აქვეყნებს:

"ეს შეთქმულება იყო, ჟიურიში ჩვენი მტრები ისხდნენ. აშკარაა, რომ სწორედ მათ მოპარეს სალიმის მედალი. მსაჯები განგებ იყვნენ შერჩეულნი, რომ ყველაფერი ასე მომხდარიყო. ის (სალიმი) ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონია. მან დღეს აქ მსოფლიო რეკორდი დაამყარა...".

აღსანიშნავია, რომ თავად სალიმიმ ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ ქართველებს წარმატება გულითადად მიულოცა.

- ირანელი სპორტსმენის ღირსეული საქციელი ტალახაძის გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 21 /
ეს მწრთვნელი საკუთარი შეცდომის მსაჯებზე გადაბრალებას ცდილობს, აკვრაში პირველი წონა ნაკლები უნდა შეეკვეთა და ვერცხლს გაინაღდებდა, 245 ვერ აიღო და 258-ს აწევდა?
ბესო
22:25 17-08-2016
0
ტლიკინებენ უაზროდ რა ჭიდაობაში ჩვენც წაგვართვეს მედლები. 258 აწია ადამიანმა და რა მედალი რის მედალი 245 ვერ აწია
ხატია
22:11 17-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული