რიო დე ჟანეიროში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პატრიკ ჰიკი დააკავეს

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პატრიკ ჰიკი დააკავეს. როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, ის ოლიმპიადის ბილეთების გადამყიდველისთვის უკანონო გადაცემაშია ეჭვმიტანილი.

პოლიციის განცხადებით, პატრიკ ჰიკმა, რომელიც ასევე ირლანდიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს, დაკავების დროს ადგილიდან მიმალვა სცადა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები - საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც რამდენიმე ათეულ ევროპულ ოლიმპიურ კომიტეტს აერთიანებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული