ზაზა ნადირაძე: ძალაგამოცლილმა სიჩქარის შენარჩუნება ვეღარ მოვახერხე...

AutoSharing Option
ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ, რომელმაც რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მე-5 ადგილი დაიკავა, Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ ფინალში 39.817 წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.

- რიო 2016: ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მე-5 ადგილი დაიკავა [VIDEO]

"ფსიქოლოგიური კუთხით დღევანდელი გამოსვლისთვის, ცხადია, მზად ვიყავი. დილა გეგმიურად დავიწყეთ, წინა საშეჯიბრო მოთელვის დროს შეცდომებზე ვიმუშავე, ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ სტარტი მაინც გამიფუჭდა...

ძალღონე არ დამიშურია მაქსიმალური სიჩქარის მისაღწევად, ლიდერებს არ ჩამოვრჩებოდი, მაგრამ ბოლოს, ძალაგამოცლილმა ვეღარ შევინარჩუნე სიჩქარე და ეს ყველაფერი, საბოლოოდ, შედეგზეც არასასურველად
აისახა.

რა თქმა უნდა, გვერდიდან ყველაფერი უკეთ ჩანს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ცუდმა სტარტმა და სტარტზე ზედმეტმა ენერგიის დახარჯვამ, ასე ვთქვათ, ხელიდან უკეთესი შედეგი დამარკგინა", - გვითხრა ნადირაძემ.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ზაზა შენი ჭირიმე ძმაო, როგორ მეამაყები და მრცხვებია რომ არ გიცნობდი, ნამდვილი გმირი ხარ, ეგ არაფერი ლომო შენ ამ ოლიმპიადის სიმბოლო გახდი პირადად ჩემთვის და არამხოლოდ ჩემთვის, ყველაფერი კარგი წინა ძმა!!!
Temo
22:38 18-08-2016
0
მედალი ვერ აიღე, მაგრამ არავის არ ჩამორჩენილხარ.
ძალიან მაგრა ინიჩბავე. ყოჩაღ მაგარი კაცი ხარ!!!
zug.
12:22 19-08-2016
0

სიახლეები პოპულარული