რიო 2016: გენო პეტრიაშვილს ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვებაღა აშორებს

AutoSharing Option
20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში 1/4-ფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟში გააგრძელა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა.

რეპეშაჟში პეტრიაშვილის მეტოქე კანადელი კორეი ჯარვისი იყო, რომლის დამარცხებაც გენომ ანგარიშით 9:2 შეძლო და ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვებაღა აშორებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში 11:6 მოუგო, მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 სძლია. მეოთხედფინალში გენომ ირანელ ნემათ ჩასემისთან წააგო (4:4), ეს უკანასკნელი კი ფინალში გავი
და.

დღესვე სასტარტო შეხვედრა დათმო და ბრძოლას გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი (86).

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გენო იმ ირანელთან არ დამარცხებულა, არა!!! ეს იყო ფრე, წამგებიანი ფრე. სირცხვილი უნდა იყოს იმ ირანელისათვის რომ მასზე თითქმის 7 წლით უმცროსს გენო პეტრიაშვილს ამ ეგრეთწოდებული წამგებიანი ფრის მეტი ვერაფერი გამოსტყუა.
Sophie
00:23 21-08-2016
0
მოიგოოო მოიგოოო ბრინჯაოო გილოცავვ გაიხარეეეეე
genacvale
01:39 21-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული