რიო 2016: გენო პეტრიაშვილმა საქართველოს მეშვიდე მედალი მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა საქართველოს დელეგაციას მეოთხე ბრინჯაოს, სულ კი მეშვიდე მედალი მოუტანა.

სანუგეშო ტურნირში 22 წლის ქართველმა ფალავანმა ჯერ კანადელ ქორი ჯარვისს 9:2 სძლია, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი ამერიკელ ტერველ დლაგნევს სუფთად, 30 წამში მოუმთავრა საქმე - 10:0.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში 11:6 აჯობა, მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 მოუგო.

მეოთხედფინალში გენომ ირანელ ნემათ ჩასემისთან წააგო, რომელმაც გამარჯვება
ბოლო 2-ქულიანი გდების უპირატესობით მოიპოვა (4:4)

დღესვე სასტარტო შეხვედრა დათმო და ბრძოლას ადრევე გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი (86).

შეგახსენებთ, რომ მანამდე რიოში ოლიმპიური ჩემპიონები ძალოსანი ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ. ვერცხლს ძიუდოისტი ვალერი ლიპარტელიანი დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბ/რ ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) მოიპოვეს.

 

მკითხველის კომენტარები / 16 /
გილოცავ გენო...ეხ გულში ხინჯად მაქ...ოქრო შეეძლო :(
გიორგი
01:30 21-08-2016
0
ეს რა იყო? ამას ქვია მისლმება არ დამიმთავრებიაო.შე დალოცვილო სანერვიულოდ მოვემზადე და სიგარეტის მოკიდებაც ვერ მოვასწარი.მაგარი ბიჭი ხარ იმ ირანელთან ამის ნახევარი რომ გექნა რაც ნამდვილა შეგიძლია ხო იქნებოდა ოქრო მარა არა უშავს ამ ნიჭით და მონდომებით ირანელი კი არა მთელი საჭიდაო სამყარო ვერ გაგიძლებს.მადლობა დიდი
soso
01:36 21-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული