"ეს ოლიმპიადა ცალსახად იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სპორტის ისტორიაში"

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქართველ სპორტსმენს გენო პეტრიაშვილს რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცა.

როგორც ტარიელ ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, ეს ოლიმპიადა ცალსახად იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სპორტის ისტორიაში.

"მინდა ჩვენს გულშემატკივრებს მივულოცო ქართველი ფალავნის მორიგი წარმატება. ძალიან კარგად გამოვიდა. განსაკუთრებით დამაჯერებელი იყო ბრინჯაოს მედლისთვის მისი ბრძოლა. ახალგაზრდა ფალავანია. პირველი ოლიმპიადა იყო, ყველაფერი წინ აქვს. ის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება და იმედია, რომ მომდევნო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს ოქროში გადაცვლის. ჩვენ იმედი გაქვს, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი
ფალავნებიც ივაჟკაცებენ და მორიგი ახალი წარმატებით დავასრულებთ ოლიმპაიდას. ეს ოლიმპიადა ცალსახად იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სპორტის ისტორიაში", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენმა გენო პეტრიაშვილმა (125) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში ამერიკელი ტერველ დლაგნევი 10:0 დაამარცხა.

- რიო 2016: გენო პეტრიაშვილმა საქართველოს მეშვიდე მედალი მოუტანა [VIDEO]

პეტრიაშვილის მედლის შემდეგ საქართველოს მთლიანობაში 7 მედალი აქვს. საქართველოს ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), ვერცხლის - ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოსი კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოუტანეს.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვულოცავ ჩვენს მოჭიდავეებს გამარჯვებას. ბატონო მინისტრო გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ბავშვთა ჭიდაობის განვითარებას და დაეხმაროთ სახელმწიფო პროგრამებით. თბილისში ბავშვთა ჭიდაობა არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში. შექმენით საკლუბო ჭიდაობის სახელმწიფო პროგრამა. დაეხმარეთ ჭიდაობას რადგან ყველაზე მეტი მედალი ამ სახეობიდან შემოგვივიდა. გახადეთ მასობრივი ბავშვთა და მოზარდთა სპორტი საქართველოში.
analitikosi
17:09 21-08-2016
0
ბატონ მინისტრს ვერ დავეთანხმები. წარმატებად არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს გამოსვლა რიოს ოლიმპიადაზე, რადგან 12 სპორტის სახეობიდან მხოლოდ 3 სახეობაში გვაქვს მედლები. 40 სპორტსმენიდან მხოლოდ 8 ავიდა კვარცხლბეკზე. მხოლოდ 2 ოქრო. თუნდაც ტრადიციულად წამყვან სახეობებში, ჭიდაობასა და ძიუდოში, აშკარა ჩავარდნები არის, სპორტსმენთა დიდი ნაწილი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად არ იყო მზად. იმედია მთავრობის მიერ ამასწინათ დამტკიცებული 130 მილიონიანი უცხოური ინვესტიცია სპორტულ ინფრასტრუქტურაში სპორტის ოლიმპიურ სახეობების განვითარებას დაეხმარება. საჭიროა მეცნიერული მიდგომების და სიახლეების დანერგვა ახალი თაობის სპორტსმენების აღზრდაში და მომზადებაში. სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და სპორტულმა ფედერაციებმა შემდეგი ოლიმპიადისთვის სპორტსმენებს შესაფერისი პირობები უნდა შეუქმნან. უნდა გაახალგაზრდავდეს ჩვენი წარმომდაგენლობა, მადლობა ვეტერანებს, მაგრამ ახლა დროა ახალგაზრდებს გადაეცეს ოლიმპიური ჩირაღდანი.
ლუკა
18:32 21-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული