რიო 2016: ელიზბარ ოდიკაძე უმედლოდ დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97) რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ოდიკაძე რუმინეთის სახელით მოასპარეზე ალბერტ სარიტოვს შეხვდა და ანგარიშით 0:10 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ოდიკაძე ამერიკელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ფრედერიკ კაილ სნაიდერს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:9 დამარცხდა.

- რიო 2016: ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს [VIDEO]

მანამდე მეოთხედფინალში ოდიკაძე ყახაზეთის წარმომადგენელ მამედ იბრაგიმოვს შეხვდა და ანგარიშით 6:1 მოუგო.

- რიო 2016: ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალშია! [VIDEO]

მერვედფინალში კი სომხეთის სახელით მოასპარეზე გიორგი კეტოევს შეხვდა და
ანგარიშით 8:1 დაამარცხა.

- რიო 2016: ელიზბარ ოდიკაძე მეოთხედფინალშია! [VIDEO]

სამწუხაროდ რეპეშაჟში ვერ გადავიდა ზურაბ იაკობიშვილი (65) და მედლის გარეშე დარჩა.

ამით ქართველმა სპორტსმენებმა რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ჯამში 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრი, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
მკითხველის კომენტარები / 20 /
მინდორასჰვილი მოციდავე იკო კოვლად გაუგებარი მოციდავეებიც ასე ციდაობდნენ გენოს რა უსჰლიდა ხელს ისე ეციდავა ირანელტან როგორც პირველ ცუტებსჰი ოდიკადზე საერტოდ მოკვდა 4ქ სჰემდეგ რა დაგლილი იკო ვინ უტიტებდა ვინ იკო ის პატარა ბიცჰიმატ რომ კარნახობდა
TEMO
17:20 22-08-2016
0
გული მეტკინა გენოზე და იაკობისჰვილსე ტავის სიტყვას იტყვიან
levani56
14:20 22-08-2016
0

სიახლეები პოპულარული