აშშ-ის ნაკრებმა დამაჯერებლად ანგარიშით 96:66 გაანადგურა სერბეთი და რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელებმა ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე იმარჯვეს.
ფინალურ მატჩში ყველა მეტი ქულა "გოლდენ სტეიტის" ახალწვეულმა და ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელმა კევინ დურანტმა (30) დააგროვა.
შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლი კი დემარკუს კაზინსმა გააფორმა, რომელმაც 13 ქულას 15 მოხსნა მიამატა.
სერბერთი-აშშ 66:96
15:19, 14:33, 14:27, 23:17
მესა ადგილისთვის შეხვედრაში ესპანეთმა ავსტრალია ანგარიშით 89:88 დაამარცხა.