ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ რიოს ოლიმპიადის მსაჯი თემურ ყაზარაშვილი მოკვეთა

AutoSharing Option
ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ (United World Wrestling) უმაღლესი კატეგორიის მსაჯი თემურ ყაზარაშვილი საქმიანობიდან მოკვეთა. ამის შესახებ გამოცემა Inside the games-ი იუწყება.

სავარაუდოდ, გადაწყვეტილების მიზეზი 15 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 85 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამართულ ფინალში ქართველის მსაჯობა გახდა, რომელშიც რუსეთის სახელით მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძემ უკრაინელ ჟან ბელენიუკს მოუგო და ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უკრაინაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ყაზარაშვილმა თანამემამულის მხარე დაიჭირა და არაობიექტურად იმსაჯა. ამ ფაქტს უკრაინის სპორტის მინისტრიც კი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მის თანამემამულეს
ოქრო "მოპარეს"...

- უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!

ყაზარაშვილის გარდა, "მსაჯობის საეჭვო მანერის" გამო საქმიანობას სამხრეთკორეელი ტონ კინ ჩონი და რუსი სერგეი ნოვაკოვსკიც ჩამოაშორეს.

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის ეთიკური კომისია გამოძიებას ჩაატარებს, რის შემდეგაც არბიტრების წინააღმდეგ სანქციების დაწესება-არდაწესების გადაწყვეტილებას მიიღებს.

მანამდე თემურ ყაზარაშვილმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბრალდებები მის მიმართ უსაფუძვლოა.

"არანაირ საყვედურს, მით უმეტეს, ბრალდებას არ მივიღებ, რადგან ცამდე მართალი ვარ ყველაფერში", - თქვა არბიტრმა.

- თემურ ყაზარაშვილი: მთელი სულით და გულით ჩვენს ბიჭებთან ვიყავი
მკითხველის კომენტარები / 24 /
გოჩა-ს ჩაკვეყაძე კი არ აიყვანეს ამ გაჭირვებას ვერ გაუძლო აქ და გაიქცა იქ სადაც კარგი პირობებია და მუცელი ყოველთვის დანაყრებული ექნება!)))))))))))))))))))))))))))))
svani
14:39 23-08-2016
0
აქ გეოპოლიტიკური შეხედულებების გაცვლის გვერდი არ არის, თქვენი ანტირუსული და ანტი დასავლური პოლიტიკური შეხედულებები ან სხვაგან წერეთ ან გრაგნილზე დაწერეთ დაახვიეთ და მერე გეტყვით სადაც წაიღოთ.
ყველას
13:07 23-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული