ატლანტადან რიომდე - დამოუკიდებელი საქართველოს სტატისტიკა ოლიმპიურ თამაშებზე

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები უკვე ისტორიის საკუთრებაა. საქართველოს დელეგაციამ რიოში წარმატებულად იასპარეზა, ჩვენს ანგარიშზე 7 მედალია.

ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა). ვერცხლის მედალი მოიპოვა ვალერი ლიპარტელიანმა (ძიუდო). ოთხი ბრინჯაოც ჩვენია: ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა).

7 ქართული მედალი ოთხ სახეობაზე გადანაწილდა, აქედან სამი საჭიდაო სახეობაა - ძიუდო (1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (1 ბრინჯაო), თავისუფალი ჭიდაობა (1 ოქრო, 1 ბრინჯაო). მედლები მოვიპოვეთ
ძალოსნობაშიც (1 ოქრო, 1 ბრინჯაო).

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე 1952 წლიდან ასპარეზობენ, მაგრამ 1988 წლის ოლიმპიადის ჩათვლით, ისინი სსრკ-ის სახელით გამოდიოდნენ, ხოლო ბარსელონას ოლიმპიადაზე (1992) - ე.წ. გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში.

დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით საქართველომ ზაფხულის 6 ოლიმპიადაზე იასპარეზა. ვნახოთ შედეგები:

1996 ატლანტა (აშშ) - 34 სპორტსმენი - ორი მედალი (ოქრო - 0, ვერცხლი - 0, ბრინჯაო - 2) - 68-ე ადგილი მედლების ჩათვლაში.
2000 სიდნეი (ავსტრალია) - 36 სპორტსმენი - 6 მედალი (0-0-6) - 68-ე ადგილი.
2004 ათენი (საბერძნეთი) - 32 სპორტსმენი - 4 მედალი (2-2-0) - 32-ე ადგილი.
2008 პეკინი (ჩინეთი) - 35 სპორტსმენი - 6 მედალი (3-0-3) - 27-ე ადგილი.
2012 ლონდონი (ინგლისი) - 35 სპორტსმენი - 7 მედალი (1-3-3) - 39-ე ადგილი.
2016 რიო (ბრაზილია) - 40 სპორტსმენი - 7 მედალი (2-1-4) - 38-ე ადგილი.

* 7 მედალი ქართული რეკორდის გამეორებაა (ლონდონი 2012).
* 6 ოლიმპიადის განმავლობაში სულ 8 ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს.
* საქართველო ასევე 6 ოლიმპიადაზე გამოვიდა დამოუკიდებლად ზამთრის სახეობებშიც, მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანას მედალი არ მოუპოვებია.
* საქართველოს სახელით ჯერ არც ერთ ქართველს არ მოუპოვებია სამი ოლიმპიური მედალი. ორ-ორი მედალი მოიპოვეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (ოქრო+ვერცხლი), გიორგი ასანიძემ (ოქრო+ბრინჯაო), ლაშა შავდათუაშვილმა (ოქრო+ბრინჯაო), ელდარ კურტანიძემ (2 ბრინჯაო) და გიორგი გოგშელიძემ (2 ბრინჯაო).
* 32 მედალი 27-მა სპორტსმენმა მოიპოვა, მათგან მხოლოდ ერთია ქალი - ნინო სალუქვაძე.

რომ არა ჭიდაობა...
ქართველი სპორტსმენების წარმატების მთავარი წყარო ოლიმპიადაზე საჭიდაო სახეობებია (ძიუდო, ორივე სახის ჭიდაობა) - 32 მედლიდან 26 სწორედ ამ სახეობებში მოვიპოვეთ!

18 ორივე ჭიდაობაში და 8 ძიუდოში. დარჩენილი 6 მედალიდან 4 მოდის ძალოსნობაზე, თითო ტყვიის სროლასა და კრივზე.

დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით მოპოვებული ყველა მედალი:

ატლანტა 1996
სოსო ლიპარტელიანი (ძიუდო) ბრინჯაო
ელდარ კურტანიძე (თ. ჭიდაობა) ბრინჯაო

სიდნეი 2000
ვლადიმერ ჭანტურია (კრივი) ბრინჯაო
გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო) ბრინჯაო
გიორგი ასანიძე (ძალოსნობა) ბრინჯაო
აკაკი ჩაჩუა (ბ-რ ჭიდაობა) ბრინჯაო
მუხრან ვახტანგაძე (ბ-რ ჭიდაობა) ბრინჯაო
ელდარ კურტანიძე (თ. ჭიდაობა) ბრინჯაო

ათენი 2004
ზურაბ ზვიადაური (ძიუდო) ოქრო
გიორგი ასანიძე (ძალოსნობა) ოქრო
ნესტორ ხერგიანი (ძიუდო) ვერცხლი
რამაზ ნოზაძე (ბ-რ ჭიდაობა) ვერცხლი

პეკინი 2008
ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო) ოქრო
მანუჩარ კვირკველია (ბ-რ ჭიდაობა) ოქრო
რევაზ მინდორაშვილი (თ. ჭიდაობა) ოქრო
ნინო სალუქვაძე (სროლა) ბრინჯაო
ოთარ თუშიშვილი (თ. ჭიდაობა) ბრინჯაო
გიორგი გოგშელიძე (თ. ჭიდაობა) ბრინჯაო

ლონდონი 2012
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო) ოქრო
რევაზ ლაშხი (ბ-რ ჭიდაობა) ვერცხლი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თ. ჭიდაობა) ვერცხლი
დავით მოძმანაშვილი (თ. ჭიდაობა) ვერცხლი
მანუჩარ ცხადაია (ბ-რ ჭიდაობა) ბრინჯაო
დავით მარსაგიშვილი (თ. ჭიდაობა) ბრინჯაო
გიორგი გოგშელიძე (თ. ჭიდაობა) ბრინჯაო

რიო 2016
ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქრო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თ. ჭიდაობა) ოქრო
ვალერი ლიპარტელიანი (ძიუდო) ვერცხლი
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო) ბრინჯაო
შმაგი ბოლქვაძე (ბ-რ ჭიდაობა) ბრინჯაო
ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა) ბრინჯაო
გენო პეტრიაშვილი (თ. ჭიდაობა) ბრინჯაო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კომენტარებს რატომ არ დებთ ? სპეციალისტებო?!
ჟურნალისტებს
12:30 23-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული