დოპინგი: რიჩარდ მაკლარენს ჯერ არ დაუმთავრებია

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელმა კომისიამ რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით ოქტომბრის ბოლოს უნდა დაასრულოს სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე დოპინგ-მაქინაციების საქმეზე გამოძიება.

როგორც სააგენტოს პრესსამსახური იუწყება, მაკლარენის გამოძიება ჯერ ისევ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ივლისში მაკლარენის კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2011-15 წლებში, რუსეთში დადებითი დოპინგ-სინჯების გაყალბების სისტემა 643-ჯერ გამოიყენეს. ამ სისტემაში ჩათრეული იყო სპორტის 30 სახეობის წარმომადგენელი.

ამ ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ რეკომენდაცია მისცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს - არ დაეშვა რუსეთის ოლიმპიური გუნდი რიოს ოლიმპიადაზე, თუმცა ზაფხულის თამაშებზე მაინც გაემგზავრა
280 რუსი სპორტსმენი.

სამაგიეროდ, იმავე მაკლარენის კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით, უკვე ოფიციალურად არის ცნობილი, რომ რიოს პარალიმპიურ თამაშებზე არც ერთი რუსი სპორტსმენი არ მიიღებს მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პარაოლიმპიელებს ეყოთ ჯიგარი რუსების მოკვეთის, აი დიდ ოლიმპიურ კომიტეტს კი გაზის მილი და გამთბარი უკანალები ურჩევნიათ სინდის-ნამუსს
ქუთათური
14:26 26-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული