პარალიმპიზმი: აღარც ზამთრის თამაშები

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, რუსეთის პარალიმპიური ნაკრები არ იასპარეზებს 2018 წლის ზამთრის თამაშებზე.

"მთავარი უბედურება ის არის, რომ ჩვენ გაგვიუქმეს წევრობა საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტში, - განაცხადა რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, 13-გზის პარალიმპიურმა ჩემპიონმა რიმა ბატალოვამ. - ეს ნიშნავს, რომ მომდევნო წელს ვერ შევძლებთ ტურნირებზე გამოსვლას და ლიცენზიების მოპოვებას, 2018 წელს კი ზამთრის პარალიმპიური თამაშები ჩვენს გარეშე ჩაივლის.

ისინი არც კი გვეუბნებიან წევრობის აღდგენის პირობებს. ამიტომაც, არ ვიცით როგორ ვიმოქმედოთ. ისღა დაგვრჩენია, სასამართლოს მივმართოთ".

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს, საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა რუსი პარალიმპიელები
რიოს თამაშებიდან მოკვეთა. ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს კომისიის ანგარიშის საფუძველზე მიიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
"ცხენს ვერ მოერივნენ და უნაგირს დაუწყეს მტვრევა" ..... ესენი რატო დასაჯეს, როდესაც ჯანმრთელმა მუტრუკებმა დააშავეს?
სეირა
01:05 30-08-2016
0
რუსი 35 პაროლიმპიელი ჩავარდა დოპინგზე
ზაზა სეირას
01:25 30-08-2016
0

სიახლეები პოპულარული