პარალიმპიადა: პარალიმპიელები მაგრად დარბიან

AutoSharing Option
რიოში გრძელდება პარალიმპიური თამაშები და მძლეოსნობაში ერთი სტარტის შედეგებმა საყოველთაო გაკვირვება გამოიწვია.

1500 მეტრზე ფინალურ გარბენში T12 (10 პროცენტზე დაბალი მხედველობა) და T13 (არ შეუძლიათ დაინახონ საგნები ექვს მეტრზე შორიდან) კატეგორიის სპორტსმენებს შორის, ოთხმა მორბენალმა შეძლო იმაზე უკეთესი დროის ჩვენება, ვიდრე ჩვეულებრივ ოლიმპიადაზე გამარჯვებულს, ამერიკელ მეტიუ სენტროვიჩს (3 წუთი, 50 წამი) ჰქონდა.

გამარჯვებული გახდა ალჟირელი აბდელატიფ ბაკა, რომლის დრო იყო 3 წუთი და 49.29 წამი. მეორეზე გავიდა ტამირა დემისი ეთიოპიიდან (3.48,59), მესამეზე - ჰენრი კირვე კენიიდან (3.49.01). კიდევ ერთი სპორტსმენი,
რომელმაც სენტროვიჩის დროს აჯობა, გამარჯვებულის ძმა ფუად ბაკა აღმოჩნდა (3.49,59).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული