დოპინგი: კიდევ 11 გამონაკლისი

AutoSharing Option
ჰაკერულმა ჯგუფმა Fancy Bears-მა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის მესამე ნაწილი გამოაქვეყნა. ლაპარაკია ხუთი ქვეყნის 11 სპორტსმენზე, რომელთაგანაც ცხრამ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვა.

ეს სია ასე გამოიყურება: ნიკოლა ადამსი (ოქრო კრივში, ბრიტანეთი), ლაურა ტროტი (ორი ოქრო ველოსპორტში, ბრიტანეთი), შივონ-მარი ო'კონორი (ვერცხლი ცურვაში, ბრიტანეთი), ოლივია კარნეგი-ბრაუნი (ვერცხლი ნიჩბოსნობაში, ბრიტანეთი), ჯანეტ ოტესენი (ბრინჯაო ცურვაში, დანია), კიმ ბრენანი (ოქრო ნიჩბოსნობაში, ავსტრალია), ალექსანდრ ბელონოგოვი (ბრინჯაო ნიჩბოსნობაში, ავსტრალია), ჯეკ ბობრიჯი (ვერცხლი ველოსპორტში, ავსტრალია), მირეია ბელმონტე გარსია (ოქრო ცურვაში, ესპანეთი), იულიან იუსტუსი (ტყვიის სროლა, გერმანია),
ლაურა ზიგემუნდი (ჩოგბურთი, გერმანია).

გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, თერთმეტივე სპორტსმენზე დაშვებული იყო თერაპიული გამონაკლისი აკრძალული პრეპარატების მიღებაზე.

* * *
ასევე ირკვევა, რომ რიოს ოლიმპიადაზე 53 ბრიტანელ სპორტსმენს ჰქონდა აკრძალული პრეპარატის გამოყენების უფლება.

"ძალიან შეშფოთებული და იმედგაცრუებული ვარ. უბრალოდ, არ შემიძლია შევურიგდე ასეთ ქმედებებს. არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს სპორტსმენების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირადი ინფორმაციების გამოქვეყნება", - განაცხადა ბრიტანეთის ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლ საპსტიდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული