პარალიმპიადა ჩინეთმა მოიგო

AutoSharing Option
რიო-დე-ჟანიეროში დასრულდა პარალიმპიური თამაშები, რომელმაც დისკვალიფიცირებული რუსი სპორტსმენების გარეშე ჩაიარა.

საერთო ჩათვლაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ჩინეთის ნაკრებმა, რომლის ანგარიშზე იყო 107 ოქროს, 91 ვერცხლისა და 51 ბრინჯაოს მედალი. სულ პარალიმპიურ თამაშებზე მედლების 528 კომპლექტი გათამაშდა. აღსანიშნავია, რომ ადრე ჩინელებს არასოდეს მოუგიათ 100 ოქრო.

მეორე ადგილზე ბრიტანეთის ნაკრები გავიდა ასევე შთამბეჭდავი შედეგით - 147 მედალი, აქედან 64 ოქროსი. მესამე ადგილიისთვის არაოფიციალურ ბრძოლაში უკრაინამ აშშ-ის ნაკრებს აჯობა - 41 მოგება 40-ის წინააღმდეგ.

* * *
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა სპორტული ზეიმი რიო-დე-ჟანეიროში
გააფერმკრთალა ერთმა ტრაგედიამ.

ველომრბოლთა შეჯიბრის დროს, 48 წლის ირანელმა ბაჰმან ჰოლბარნეჯადმა პარაველოსიპედზე კონტროლი დაკარგა, ტრასაზე დაეცა და თავის ქალის ტრავმა მიიღო. თითქოს, ექიმებმა დროულად აღმოუჩინეს დახმარება ათლეტს, მაგრამ მას გზად საავადმყოფოში გული გაუჩერდა.

"ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა. მთელი პარალიმპიური მოძრაობა სამძიმარს უცხადებს ჰოლბარნეჯადის ოჯახს, მეგობრებსა და პარტნიორებს", - განაცხადა პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ფილიპ კრეივენმა.

* * *
პარალიმპიურ თამაშებს კურიოზების გარეშეც არ ჩაუვლია. ასე მაგალითად, აშშ-ში ბელგიის საელჩომ მედლის მოპოვება მიულოცა ბრიტანელ მომღერალს ჯორჯ მაიკლს. საქმე ის არის, რომ საელჩოს თანამშრომლებმა "ტვიტერში" მილოცვა დაუტოვეს @GeorgeMichael-ს და არა @GeorgeMichele-ს - ბელგიელ სპორტსმენს მიშელ ჯორჯს, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა ცხენოსნობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული