ოლიმპიზმი: ბარაკ ობამამ ძველი ამბები გაიხსენა

AutoSharing Option
ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქების არჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი კორუმპირებულია.

ინტერვიუს დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა გაიხსენა 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის არჩევის გარემოებები. "ყველა ფიქრობდა, რომ თუ კოპენჰაგენში ჩავიდოდი, გამარჯვების კარგი შანსი გვექნებოდა. ასე რომ, ჩემი ერთდღიანი ვიზიტი სასარგებლო უნდა ყოფილიყო. მაგრამ, მოგვიანებით გავიგეთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გადაწყვეტილებებს ისევე იღებენ, როგორც ფიფაში - შედეგები ყალბდება", - განაცხადა ობამამ.

2009 წლის ოქტომბერში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე რიო-დე-ჟანეირომ დაამარცხა მადრიდი,
ჩიკაგო და ტოკიო 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლაში. მაშინ, ობამა კოპენჰაგენში ჩაფრინდა ჩიკაგოს მხარდასაჭერად.

2017 წლის 15 სექტემბერს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აირჩევს ქალაქს, რომელიც 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. კანდიდატები არიან - პარიზი, ბუდაპეშტი და ლოს ანჯელესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული