დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური დოპინგ-სკანდალი გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში მე-4 ადგილზე გასული არსენ კასაბიევი (94), რომელიც საქართველოს სახელით გამოდიოდა, ვიცე-ჩემპიონად გამოცხადდება და ვერცხლის მედალს მიიღებს.

დოპინგ-სკანდალის გამო პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი 94 კგ-ში რუს ჰაჯიმურატ აკაევს ჩამოართვეს, ოქრო კი - ყაზახ ძალოსან ილია ილინს. შესაბამისად, პეკინის ოლიმპიადაზე პირველ ადგილზე პოლონელი შიმონ კოლეცკი გადავა (ვანო გრიქუროვის კიდევ ერთი შეგირდი), კასაბიევი კი ვერცხლის მედალს მიიღებს.

არსენ კასაბიევი ამჟამად პოლონეთის მოქალაქეა და იქვე ცხოვრობს.

როგორც ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა
ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ გვითხრა, კასაბიევისთვის ოლიმპიური მედლის გადაცემა დროის ამბავია და ამას წინ ვერაფერი დაუდგება.

აღსანიშნავია, რომ ილია ილინმა ჩინეთის თამაშების შემდეგ, ლონდონშიც გაიმარჯვა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, თუმცა მეორე ოქრო ჯერ კიდევ ზაფხულში ჩამოართვეს, ახლა კი პირველ სინჯზეც დაუდასტურეს დოპინგის მიღება.

შეგახსენებთ, რომ პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ 6 მედალი მოიპოვა - 3 ოქრო და 3 ბრინჯაო. ოლიმპიური ჩემპიონები ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო), მანუჩარ კვირკველია (ბ/რ ჭიდაობა) და რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ. ამრიგად, არსენ კასაბიევის ვერცხლის მედალი მეშვიდე იქნება...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული