ლებრონი, მესი და სხვები - 2016 წლის 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

AutoSharing Option
ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა" გამოაქვეყნა 2016 წლის 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სია. რეიტინგში გათვალისწინებულია ხელფასები, ბონუსები და რეკლამიდან მიღებული შემოსავალი.

პირველი ადგილი დაიკავა "რეალის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ - 88 მილიონი დოლარი. პორტუგალიელმა 56 მილიონი კლუბში გამოიმუშავა, 32 მილიონი სარეკლამო და სასპონსორო კონტრაქტებით.

მეორე ადგილზეა "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი - 82 მილიონი. ამ თანხიდან 53 მილიონი შეადგენს ხელფასს, 28 მილიონი - რეკლამიდან შემოსავალს.

მესამე ადგილი ეკუთვნის კალათბურთელ ლებრონ ჯეიმსს - 77.2 მილიონი დოლარი. ამ თანხის მეტი წილი რეკლამიდან მოდის - 54 მილიონი.

სხვა მომენტებიდან აღვნიშნავთ ფორმულა 1-ის პილოტის, ლუის ჰემილტონის მე-11 ადგილს (შემოსავალი - 46 მილიონი), იმ დროს, როცა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნიკო როსბერგი მხოლოდ 98-ე პოზიციაზეა 21 მილიონი დოლარით.

მოკრივეებს შორის საუკეთესოა ფლოიდ მეივეზერი, რომელმაც მე-16 ადგილი დაიკავა 44 მილიონი დოლარით. ასეულში ვხედავთ ფილიპინელ მენი პაკიაოს (63-ე) და მექსიკელ საულ ალვარესს (92-ე). MMA-ს ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი 87-ე პოზიციაზეა 22 მილიონი დოლარით.

გასაკვირია იაპონელი ჩოგბურთელის, კეი ნიშიკორის 29-ე ადგილი. თავისი კოლეგებიდან მასზე წინ მხოლოდ როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი არიან. მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარეი 74-ე ადგილზეა 23 მილიონით.

მძლეოსანთაგან საუკეთესოა იამაიკელი უსაინ ბოლტი, რომელმაც 32.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ამ თანხიდან 30 მილიონი რეკლამაზე მოდის.

რეიტინგში სულ ორი ქალია და მათგან საუკეთესო გახდა ჩოგბურთელი სერენა უილიამსი. მან მიიღო 28.9 მილიონი, საიდანაც კორტზე გამომუშავებული თანხაა - 8.9 მილიონი. კიდევ ერთი ქალი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა 88-ე ადგილზეა.

მდიდრების TOP100
1. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) $88
2. ლიონელ მესი (ფეხბურთი) $81.4 მლნ
3. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) $77.2 მლნ
4. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) $67.8 მლნ
5. კევინ დურანტი (კალათბურთი) $56.2 მლნ
6. ნოვაკ ჯოკოვიჩი (ჩოგბურთი) $55.8 მლნ
7. კემ ნიუტონი (ამ. ფეხბურთი) $53.1 მლნ
8. ფილ მიკელსონი (გოლფი) $52.9 მლნ
9. ჯორდნ სპიტი (გოლფი) $52.8 მლნ
10. კობი ბრაიანტი (კალათბურთი) $50 მლნ

11. ლუის ჰემილტონი (ავტოსპორტი) $46 მლნ
12. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) $45.3 მლნ
13. ელი მენინგი (ამ. ფეხბურთი) $45 მლნ
14. ჯო ფლაკო (ამ. ფეხბურთი) $44.5 მლნ
15. ტომ ბრეიდი (ამ. ფეხბურთი) $44.1 მლნ
16. ფლოიდ მეივეზერი (კრივი) $44 მლნ
17. რორი მაკილროი (გოლფი) $42.6 მლნ
18. რასელ უილსონი(ამ. ფეხბურთი) $41.8 მლნ
19. სებასტიან ფეტელი (ავტოსპორტი) $41 მლნ
20. ფილიპ რივერსი (ამ. ფეხბურთი) $38 მლნ

21. რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი) $37.5 მლნ
21. ნეიმარი (ფეხბურთი) $37.5 მლნ
23. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ფეხბურთი) $37.4 მლნ
24. ფერნანდო ალონსო (ავტოსპორტი) $36.5 მლნ
25. გარეთ ბეილი (ფეხბურთი) $35.9 მლნ
26. მარსელ დაროისი (ამ. ფეხბურთი) $35.2 მლნ
27. პეიტონ მენინგი (ამ. ფეხბურთი) $34.2 მლნ
28. დერიკ როუზი (კალათბურთი) $34.1 მლნ
29. კეი ნიშიკორი (ჩოგბურთი) $33.5 მლნ
30. ეი-ჯეი გრინი (ამ. ფეხბურთი) $33.3 მლნ

31. ჯეიმს ჰარდენი (კალათბურთი) $32.8 მლნ
32. უსაინ ბოლტი (მძლეოსნობა) $32.5 მლნ
33. კლეიტონ კერშოუ (ბეისბოლი) $32 მლნ
33. დუეინ უეიდი (კალათბურთი) $32 მლნ
35. დრიუ ბრისი (ამ. ფეხბურთი) $31 მლნ
36. კარმელო ენტონი (კალათბურთი) $30.9 მლნ
37. კრის პოლი (კალათბურთი) $30 მლნ
38. კლიფ ლი (ბეისბოლი) $29.3 მლნ
39. ოლივიე ვერნონი (ამ. ფეხბურთი) $29 მლნ
40. სერენა უილიამსი (ჩოგბურთი) $28.9 მლნ

41. ჯასტინ ვერლანდერი (ბეისბოლი) $28.6 მლნ
42. კაირი ირვინგი (კალათბურთი) $27.6 მლნ
43. ხულიო ჯონსი (ამ. ფეხბურთი) $27.2 მლნ
44. ლუკ კუეჩლი (ამ. ფეხბურთი) $27.1 მლნ
45. რობინსონ კანო (ბეისბოლი) $27 მლნ
46. დუიტ ჰოვარდი (კალათბურთი) $26.9 მლნ
47. მიგელ კაბრერა (ბეისბოლი) $26.6 მლნ
48. ალბერტ პუიოლსი (ბეისბოლი) $26.3 მლნ
49. ბლეიკ გრიფინი (კალათბურთი) $26.1 მლნ
49. უეინ რუნი (ფეხბურთი) $26.1 მლნ

51. კემერონ ჯორდანი (ამ. ფეხბურთი) $25.9 მლნ
52. რასელ უესტბრუკი (კალათბურთი) $25.7 მლნ
53. რაიან ჰოვარდი (ბეისბოლი) $25.6 მლნ
53. ტრენტ უილიამსი (ამ. ფეხბურთი) $25.6 მლნ
55. კრის ბოში (კალათბურთი) $25.2 მლნ
56. ფელიქს ერნანდესი (ბეისბოლი) $24.9 მლნ
57. ზაკ გრაინკი (ბეისბოლი) $24.7 მლნ
58. ფრინს ფილდერი (ბეისბოლი) $24.6 მლნ
59. სისი საბატია (ბეისბოლი) $24.4 მლნ
60. სერხიო აგუერო (ფეხბურთი) $24.3 მლნ
60. სემ ბრედფორდი (ამ. ფეხბურთი) $24.3 მლნ

62. პოლ ჯორჯი (კალათბურთი) $24.1 მლნ
63. მენი პაკიაო (კრივი) $24 მლნ
64. კევინ ლავი (კალათბურთი) $23.9 მლნ
65. იოენის სესპედესი (ბეისბოლი) $23.8 მლნ
65. დევიდ პრაისი (ბეისბოლი) $23.8 მლნ
65. ლუის სუარესი (ფეხბურთი) $23.8 მლნ
69. სტივენ კარი (კალათბურთი) $23.6 მლნ
69. ჯეისონ დეი (გოლფი) $23.6 მლნ

71. დეზ ბრაიანტი (ამ. ფეხბურთი) $23.5 მლნ
71. დეილ ერნჰარდტი (ავტოსპორტი) $23.5 მლნ
73. დემარიუს ტომასი (ამ. ფეხბურთი) $23.4 მლნ
74. ენდი მარეი (ჩოგბურთი) $23 მლნ
74. მასაჰირო ტანაკა (ბეისბოლი) $23 მლნ
74. მარკ ტეიშეირა (ბეისბოლი) $23 მლნ
77. ჯო ჯონსონი (კალათბურთი) $22.9 მლნ
78. კოულ ჰამელსი (ბეისბოლი) $22.7 მლნ
79. ენტონი კასტონსო (ამ. ფეხბურთი) $22.5 მლნ
79. ტროი ტულოვიცკი (ბეისბოლი) $22.5 მლნ

81. ბასტიან შვაინშტაიგერი (ფეხბურთი) $22.4 მლნ
82. ჯიმი ჯონსონი (ავტოსპორტი) $22.2 მლნ
83. ანხელ დი მარია (ფეხბურთი) $22.1 მლნ
83. ხამეს როდრიგესი (ფეხბურთი) $22.1 მლნ
85. ედენ აზარი (ფეხბურთი) $22 მლნ
85. კონორ მაკდევიდი (MMA) $22 მლნ
85. დევიდ ორტისი (ბეისბოლი) $22 მლნ
88. მარია შარაპოვა (ჩოგბურთი) $21.9 მლნ
89. ჯეკობი ელსბერი (ბეისბოლი) $21.8 მლნ
89. ჯასტინ ჰიუსტონი (ამ. ფეხბურთი) $21.8 მლნ

91. მეტ კემპი (ბეისბოლი) $21.7 მლნ
92. საულ ალვარესი (კრივი) $21.5 მლნ
93. ადრიან გონსალესი (ბეისბოლი) $21.4 მლნ
94. ლამარკუს ოლდრიჯი (კალათბურთი) $21.2 მლნ
94. კემერონ ჰეივორდი (ამ. ფეხბურთი) $21.2 მლნ
94. ჯეისონ ვერტი (ბეისბოლი) $21.2 მლნ
97. ალექს როდრიგესი (ბეისბოლი) $21.1 მლნ
98. ნიკო როსბერგი (ავტოსპორტი) $21 მლნ
99. კარლ კროუფორდი (ბეისბოლი) $20.9 მლნ
100. ბასტერ პოუსი (ბეისბოლი) $20.8 მლნ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული