დიმა ობოლაძე შესაძლოა "იმედში" გადავიდეს

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, სპორტული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დიმა ობოლაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ტოვებს და სამუშაოდ ტელეკომპანია "იმედში" გადადის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვებგვერდი kvirispalitra.ge ტელეწამყვანს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ დიმა ობოლაძე "რუსთავი 2"-ზე გადაცემა "სპორტ Time"-ის წამყვანია.

ობოლაძე მუშაობდა სპორტულ გაზეთ "სარბიელში", "ალიონში", რადიო "პიკის საათში", ტელეკომპანია "მეორე არხზე". 1995 წლიდან მუშაობს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული