ერევანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე აზერბაიჯანის დროშა დაწვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 15 აპრილს სომხეთის დედაქალაქ ერევანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. სამწუხაროდ, ტურნირის გახსნით ცერემონიალზე ადგილი უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა.

საქმე იმაშია, რომ ტურნირის ორგანიზატორები მონაწილე ქვეყნის დროშებს წარადგენდნენ. გოგონა, რომელიც აზერბაიჯანს წარმოადგენდა, ერთ-ერთი ადამიანი მივარდა, დროშა ხელიდან გამოგლიჯა და ცეცხლი წაუკიდა.

ცხადია, აღნიშნულ ფაქტს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, სომხური მხარე პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს სახელით ფიცარნაგზე მარიამ მაისურაძე (49 კგ.) წარსდგება.

altევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩემი აზრით არცერთი საერთაშორისო ტურნირი არუნდა ტარდებოდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც მეზობელ სახელმწიფოს ეომება
ს.დ
14:41 08-02-2024
0
ხალხო როგორ ვერ ხვდებით, ეს ყველაფერი ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პროვოკაციაა!!! ნახეს რა მომენტი ერევანშიი ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისათვის?! სომხეთი და აზერბაიჯანი ომში არიან, ეს ომი შეჩერებულია, მაგრამ დამთავრებული არაა! კიდევ პროვოკაცია უნდა ამ ტანჯულ ხალხს?
aburjga
22:49 15-04-2023
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული