"მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი" - თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!!

ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი
სულიერად ავადმყოფი, ,შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი ,ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლეე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად, გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის (ღმერთო, მაპატიე, უნებურად ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).

ასე რომ, ,ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ. ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!

(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას", – წერს ივერი.
მკითხველის კომენტარები / 137 /
ამ პროვოკატორ ნიანგს ვინმემ კითხა რამე?
ანტი პროვოკატორი
22 თებერვალი 2024 13:03
36
როგორც ეტყობა ხათუნას კარიერაზე მეტად ქმარი უყვარდა და პატივს სცემდა, თორემ ციხეში ხომ არ იყო, გეყრებოდა და ამით მორჩებოდა, თუმცა ალბათ ამ თამარისთვის (ივერის დაძახება უხერხულად მეჩვენება) კარიერა სიყვარულზე და ყველაფერზე წინ დგას. სურათები ჩამოხსნა კი არა მათი ერთობლივი სურათი სიყვარულისა და ოჯახის მუზეუმებშიც უნდა დაკიდოთ!
ავთო
22 თებერვალი 2024 11:27
33
კი ქმარი უყვარდა, ბოსელი და ძროხები... და კიდევ სახლიდან გასვლის უფლება რომ არ ქონდა, საკუთარ დედასთან ერთად კინოში წასვლის უფლებაც კი, ამაზე საერთოდ ვიჟდებოდა ალბათ სიხარულით. გაყროდა კი უნდა გაყროდა მაგრამ ძალიან ძნელია როდესაც საკუთარი დედაც არ გიდგას მხარში და ოჯახი არ დაანგრიო გიკიჭინებენ ...
ნეტა არ ახურებდე
22 თებერვალი 2024 20:32
1
ასე მტკოცებით
ლაშა გიორგი
22 თებერვალი 2024 11:09
2
გამაოგნებელია. ასეთი რამის დაწერა როგორ შეიძლება. ორმოცის გავლას მაინც დაგეცადა. სხვათაშორის ხათუნა, ჩემი თაობის ერთერთი ულამაზესი და სათაყვანებელი გოგონა - ქალბატონი, "დინამოს" მოთამაშის და პირველი 1964 წლის ჩემპიონობისას გუნდის მეორე მწვრთნელის ალიოშა კოტრიკაძის შვილი, ლეგენდა მეკარის სერგო კოტრიკაძის ძმიშვილი იყო. ბატონ სერგოს ვიცნობდი, თავისი წიგნიც მაჩუქა, ნამდვილი ვაჟკაცი იყო. ძნელი დასაჯერებელია, რომ საყვარელი ძმიშვილის ასეთ ბედს შეგუებოდა. ნათელი ხათუნას სულს...
alexandre
22 თებერვალი 2024 10:44
13
გულისამრევი დედაკაცი. ამისნაირი ცოლი ვისაც ყავს, ყველას ერთი სული ექნება, სადმე გააგდოს და დაისვენოს, მაგრამ ამისნაირების გარდა არსებობს ოჯახები, სადაც ისეთი იდილიაა, ვერცერთი პროფესია და გართობა რომ ვერ ჩაანაცვლებს. ვინაა ეს ქალი, სხვებს რო მოძღვრავს, ან ვის აინტერესებს ამის ბოდვა?
ავთო
22 თებერვალი 2024 10:15
30
ქალს რაღაც არ უნდოდეს და ვინმე რამეს აიძულებდეს? პირველად მესმის.
ლუარსაბი
22 თებერვალი 2024 09:24
24
რას ბოდიალობს ეს ქალი? ფაქტები გააქვს? თუ იცოდი ხათუნას სიცოცხლეში რატო არ სთქვი? მაგრამ ეს ივერი არი ჭორიკანა ქალი.არ იცის რითი მიიქციოს ყურადღება და იდიოტობებს წერს.
zaza
22 თებერვალი 2024 08:57
19
თუ იცოდი, რომ ხათუნა იჩაგრებოდა, მის სიცოცხლეში სად იყავი? თუ ვიღაცის ჭორს ხარ აყოლილი ან შენს ფანტაზიას ავითარებ, ასეთი რამ არ უნდა იკადრო მგლოვიარე ოჯახის მიმართ!
"კვახ" ივერს
22 თებერვალი 2024 08:56
13
მართლა რამ გაგაბოროტა ასე, ასეთი სიტყვებით რომ მოიხსენიებ დავით გოგიას, ხათუნამ შენ გითხრა საიდუმლოდ, რომ უბედური იყო მასთან?!
ზურა
22 თებერვალი 2024 07:24
13
ისეთები დაწერა თხამარ გიჟერმა,რომ უჩივლონ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა, აუცილებლად წააგებს სასამართლოს
თაკო
22 თებერვალი 2024 06:15
11

სიახლეები პოპულარული