"მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი" - თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!!

ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი
სულიერად ავადმყოფი, ,შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი ,ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლეე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად, გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის (ღმერთო, მაპატიე, უნებურად ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).

ასე რომ, ,ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ. ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!

(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას", – წერს ივერი.
მკითხველის კომენტარები / 137 /
მოიძიეთ ხათუნას დედის ნაამბობი რას წერს სიძეზე
ეეეხ
21 თებერვალი 2024 20:44
6
ჩემი სათქმელი თქვით თამარ.ამ მსახიობის შესახებ რომ წავიკითხე ჯერ კიდევ მის გარდაცვალებამდე,მაშინვე ვიფიარე,რომ მისი მეუღლე მოძალადე და მჩაგვრელი იქნებოდა.
თამარი
21 თებერვალი 2024 20:40
13
თანაც 17 წლისა რომ მოიყვანა, იმ დროს, ეგაც დანაშაული იყო და ციხე ეკუთვნოდა
მორიელი
21 თებერვალი 2024 19:56
11
სასწრაფოდ ამოვთხაროთ დ გ. და ლინჩის წესით გავასამართლოთ ნიჩბები,ნიჩბები ნიჩბები ჩქარა...
ნატა ნინია იბერიონი
23 თებერვალი 2024 08:15
3
არ ვიცი ამ ოჯახის ისტორია, რომ საკუთარი აზრი გამოვთქვა.
უბრალოდ, მინდა გავეპასუხო ერთ კომენტარს, ცნობილი სიმღერიდან რომ მოჰყავს ფრაზა - ,,ლამაზი ქალი მაინც სხვისია"-ო.
საკმაოდ არაობიექტური ტექსტია ქალების მიმართ (რომ არ ვთქვა, რომ სულელურია) და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცნობილი ადამიანის ნამღერია. რა, ვისაც ლამაზი მეუღლე ჰყავს, ის აპრიორი სხვისია?
კოლა
21 თებერვალი 2024 19:47
2
წავიკითხე 2003 წელს ხათუნას კოტრიკაძის დედასთან - ნანული ნიშნიანიძესთან - ინტერვიუ. ამიტომ უპირველესყოვლისა თამარ ივერს და შემდეგ დანარჩენებს მოგმართავთ გულისყურით წაიკითხოთ ეს ინტერვიუ, სანამ ბრალდებებზე ისაუბრებთ. აქ მოკლედ ვიტყვი: 1) დედა ეუბნებოდა არ გათხოვილიყო 17 წლის ასაკში, მაგრამ გათხოვდა; 2) ეუბნებოდნენ ჩაებარებინა სამედიცინოზე, მაგრამ ძროხების მოვლა თავად აირჩია; 3) შუადღემდე არ იღვიძებდა და ერთი ცხვირსახოციც არ ჰქონდა გარეცხილიო - ამბობს ქალბატონი ნანული და ხათუნა ცოლად გაჰყვა მასზე 9 წლით უფროსს, უკვე წარმატებულ, შესაბამისად ფულიან, სპორტსმენს. ხომ არაფერი გენიშნათ? 4) უმთავრესი. ხათუნას მამა - სერგო კოტრიკაძე - კიდევ უფრო წარმატებული და ტიტულოვანი მეკარე იყო, ვიდრე დავით გოგია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ თუ რამდენად უყვართ საქართველოში მამებს გოგოები, ამიტომ ხათუნას მიერ ერთი დაწუწუნება საკმარისი იქნებოდა, რომ სერგო კოტრიკაძეს სახლში დაებრუნებინა საყვარელი ქალიშვილი. ქალბატონო თამარ ნათქვამია: „სხვა სხვის ომში ბრძენიაო“.
პაატა
21 თებერვალი 2024 19:02
18
სერგო კოტრიკაძე ბიძა იყო,და არა მამა.ჯერ გაიგე და მერე დაწერე
თემო
22 თებერვალი 2024 14:33
0
დედამისი იმასაც ამბობდა რომ ბევრჯერ უნდოდა გაშორება და მე არ მივეცი ნებაო, საშინელი ეჭვიანიაო -- ხო უტვინო 17 წლის გოგო გაასულელა და მერე ავადმყოფმა ჩაკეტა სახლში - დეპრესიას ებრძოდა და ძროხებზე იმიტომ გადაერთო საწყალი - და ბოლოს კარგად ჩანს სიყვარულმა კი არ დატოვა ქმართან არამედ მოვალეობამ შვილების გამო მითუმეტეს იმ გაჭირვებილ ოთხმოცდაათიანებში ალბათ დამოუკიდებლად შვილებით ცხოვრება გაჭირდებოდა
NN
21 თებერვალი 2024 23:40
3
წაკითხულის გააზრებაში სერიოზული პრობლეა გვაქვს.
მამუკა
21 თებერვალი 2024 18:21
8
გოგიას ოჯახში რა ხდებოდა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ თურმე ძროხის წველა ლამაზი ქალისთვის რომ არ შეიძლება ეგ არ ვიცოდი. ჰოდა ივერი ხარ თუ ვინც ხარ,არ ვიცი, მაგრამ იცოდე რომ ოჯახის მოვლა ქალისთვის მშვენიერი საქმეა.
ირმა
21 თებერვალი 2024 18:00
40
ეს ქალბატონი(თ. ი.) ისეთ მტკიცებით ფორმებში ამხელს, რომ დ.გოგია შეიძლება პროკუტატურაში დაიბარონ
რა ხდება
21 თებერვალი 2024 17:58
7
სწორედ ეს ღუპავს დღევანდელ საქართველოს ყველამ ყველაფერი ვიცით და თვალებში ნაცარს ვიყრით ...(აქამდე სხვა გვაყრიდა ეხლა ჩვენ თვითონ ვიყრით) ვითომ ყველაფერი კარგადაა...
Data
21 თებერვალი 2024 17:46
8
რაიონში ვიზრდებოდი და მე ვერ შევძელი ძროხის მოწველა. ამ საქმეს ძალიან დიდი ფიზიკური რესურსი ჭირდება. ზოგს აქვს და ზოგს არა. ასეთი აღნაგობის, სიფრიფანა ქალისთვის ეს იქნებოდა ძალიან დიდი დატვირთვა. ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს რისი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები აქვს. მართალია ის შეფასება, რომ ის მარტო ოჯახს ეკუთვნოდა, არამედ ასეთი ადამიანები ერის საჩუქარია. ასეთებს უნდა გაუფრთხილდეს ოჯახიც და საზოგადოებაც.
Manana
21 თებერვალი 2024 17:39
10

სიახლეები პოპულარული