"მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი" - თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!!

ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი
სულიერად ავადმყოფი, ,შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი ,ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლეე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად, გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის (ღმერთო, მაპატიე, უნებურად ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).

ასე რომ, ,ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ. ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!

(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას", – წერს ივერი.
მკითხველის კომენტარები / 137 /
თათარშტერის ქმარი თუ შეზღუდავდა მის "შემოქმედებას", ეს ყველას ძალიან მოეწონებოდა.
ქ. გ.
28 თებერვალი 2024 09:56
0
მანფრედ კალცს!
ბევრი იფიქრე ამ შედარების გამოსაქვეყნებლად?
პლეხანოველი
28 თებერვალი 2024 00:30
1
თავისუფალი სასამართლო უნდა მოითხოვოს და მიიღოს ხალხმა, მერე ყველამ თავის ოჯახს მიხედოს, თუ ძალადობაა წავა სასამართლოში და სამართლიანად გაარკვევს! თამარ ივერი და ზურამ კავაკასიის შვილის, თუ ვინც არ უნდა იყოს , მათი საქმე არაა სხვისი ოჯახის ავან ჩავანი. არც არავის საქმე არაა სხვისი ოჯახი, ყველამ თავის ოჯახს მიხედოს.
დიმო
27 თებერვალი 2024 20:58
2
ერთი კითხვა დავით გოგიას დამცველებს:
ნიცა თავაძემ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფეხბურთის თამაში რომ დაანებებინოს ქმარს, ხვიჩა კვარაცხელიას, მოგეწონებათ და გაამართლებთ ნიცას?
მანფრედ კალცი
26 თებერვალი 2024 23:06
10
შენ რაც დაწერე, ამას ეწოდება "ცრუ ანალოგია".
ეს არის ლოგიკური მსჯელობის კანონების დარღვევის ყველაზე გავრცელებული შემთხვევა.
ქ. გ.
28 თებერვალი 2024 09:54
0
საგაზეთო სტატიებით ადამიანზე დასკვნებს ნუ გამოიტანთ! თამარ ივერმა სჯობს თავი შეიკავოს სხვის ოჯახზე აგრესიული მსჯელობისაგან!
დო მაჟორი
26 თებერვალი 2024 20:37
3
...რა არა სწორად პოსტავს?
რა დაესიეთ ძერებივით ამ ქალბატონს იმის მაგიერ რომ ცივილურად განვსაჯოთ იყო თუ თუ არა ფაქტები ბულინგისა გამოდიხართ და იგივეს სჩადით ამ ქალბატონის მიმართ....
ესე იგი რასაც წერს ტყვილია? იგონებს?
სხვა გზა არ არსებობს სიმართლის გარკვევისა ხალხო?
რა ჯანდაბა კვჭირს ჰაა....
თამაზი
26 თებერვალი 2024 12:44
2
აქ ამბის საყოველთა განხილვაზეა საუბარი და არა ახლობლის მიერ ქალის დაცვაზე. ეს საუბრები და კომენტარები, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ მიცვალებულის სახელი უკვე შებღალა ამ ფემინისტ-ლიბერასტმა თამარ ივერმა.
კითხვა მაქვს ადმინთან:
რა საჭიროა სპორტულ საიტზე ფეხბურთთან მხოლოდ არაპირდაპირ დაკავშირებული მტკივნეული საკითხების გამოტანა?
ასეთი საკითხებისთვის ხომ უამრავი სივრცეა თანამედროვე საინფორმაციო ველზე.
სტალინი
24 თებერვალი 2024 15:18
9
აქ ამბის საყოველთაო განხილვის საგნად გამოტანაზეა საუბარი ვიღაცის მიერ და არა ახლობლის ჩარევაზე.
ეს ფართო განხილვა და კომენტარები უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ცხონებული მიცვალებულის სახელი უკვე შებღალა იმ ფემინისტ-ლიბერასტმა თამარ-ივერმა
სტალინი
24 თებერვალი 2024 15:11
6
ბოლო დროს მომრავლდა თათარშტერის მსგავსი ქაჯეები. ადრე არ იყო ამდენი გიჟი საქართველოში. ან არ ვიცოდით, რომ ბევრი გვყავდა.
ქ. გ.
24 თებერვალი 2024 10:49
2
საინტერესოა,მხოლოდ კაცები რატომ აკომენტარებენ და ისინიც დამცველებად გამოდიან?!?!
ეკა
24 თებერვალი 2024 01:43
5
სპორტული გვერდი უჭკვმიანესო.
გიული
24 თებერვალი 2024 14:18
2

სიახლეები პოპულარული