"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები.
ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.
"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე
დანარჩენი, აშშ - მექსიკის საზღვარზე...
)))
მაინც უკარნახებს რომ ვიცი..
ახლა,ის ორგანოები და სახელმწიფოები, რომლებმაც ამ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში უნდა მიგიღონ, გეუბნებიან რომ შენ მიერ ინიცირებული კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპეპს და არ მიგიღებენ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, სანამ ამ კანონს არ გააუქმებ.
აი ამ პირობებში, ყველა პარლამენტარი ვინც დაუჭერს მხარს ამ კანონის მიღებას, თავს აყენებს კონსტიტუციის (რაც არის უზენაესი კანონი) და ქართველი ხალხზე მაღლა.
შესაბამისად ყველა ასეთი პარლამენტარი არის საქართველოს ეროვნული ინტერესების მოღალატე.
ეს კანონის დონეზე, ხოლო ხალხური სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაზე ამ კანონის მხარდამჭერი არის ქვეყნის გამყიდველი, რუსეთის ყურმოჭრილი მონა და თანამედროვე სერგო ორჯინიკიძე.
ოღონდ ეგ ისინი გვეუბნებიან, რომლებიც ივნისში ან იქნებიან, ან აღარ ევროპარლამეტარები და არიან ისინი, რომლებიც, თავისივე პროკურატურასთან ააქვთ პრობლემები კორუფციასთან დაკავშირებით. ჩვენს მიმართ კი ბევრჯერ გაუჟღერებიათ, ტყუილი.