"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

AutoSharing Option
"იუთუბგვერდზე" გადაცემა "ლაი-ლაის" სტუმარი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე გახლდათ.

ვეტერანმა სპორტსმენმა კომენტარი საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. მისი თქმით, "კვარამ" მთელი ქვეყანა გამოაცოცხლა.

"ფეხბურთი მთელ მსოფლიოში სპორტზე ზევით დგას. ამ ბიჭმა, ხვიჩამ, რაც გააკეთა, საქართველო გამოაფხიზლა, გამოაცოცხლა და მაგაზე რომ პირიდან რამე გადაკრული სიტყვა ამოგივა, არასწორი ხარ, ვინც უნდა იყო. ხვიჩა მაგარი კაცია, ქრისტიანი კაცი და ნაღდი ქართველი. ხვიჩას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ რაც მან გააკეთა, სასწაული იყო", - განაცხადა გორგოძემ.

შეგახსენებთ, მამუკამ სარაგბო
კარიერა 2019 წელს, "ტულონში" დაასრულა.

altL'Equipe: კვარაცხელია ლუის ენრიკეს ესაუბრა - კლუბებს რთული მოლაპარაკებები ელით

altდე ლაურენტისმა კონტესთან ისადილა - რა ითქვა კვარაცხელიაზე?

მკითხველის კომენტარები / 28 /
სხვისი ღირსება და კაცობა რომ დააფასო, ჯერ საკუთარი უნდა გქონდეს.
მამუკა გორგოძე კი ის კაცია, რომელსაც ეს ორი ფასეულობა ყოველთვის თან ახლავს ცხოვრებაში!
არჩილ
06 ივნისი 2024 10:47
0
Ზუსტად მასეა, შემოგევლე ძმაო, მართალი ხარ, გაგახაროს ღმერთმა
გ.შ.
06 ივნისი 2024 11:14
0
ხვიჩა მაგარი კაცია,კარგ ქრისტიანულ ოჯახში გაზრდილი და ეტყობა კიდეც მის ყველა საქციელს. შენც კარგი კაცი ხარ მამუ,ნამდვილი ჯიგრიანი ქართველი და ღმერთმა გაგიმარჯოთ.

ხვიჩაც იმ ახალ თაობას ეკუთვნის თითქმის ჯენზებს თუ ჯინსებს რო ეძახიან,განსხვავებას ხო ხედავთ? ყველა ბავშვი ანგელოზად იბადება,რომ დარჩეს ანგელოზი მას სჭირდება მორალურ ღირებულებებზე მდგომი ოჯახი და ბავშვი გაზრდება ანგელოზად.ხოლო თუ ეს ოჯახი არ იქნა,მაშინ ანგელოზი იქცევა ეშმაკად,რასაც 2 თვეა ტელევიზიით ვხედავთ,ჯოჯოხეთიდან დეპორტირებულები არიან,რომელთათვისაც მორალური ღირებულება არის სოდომური ცოდვები. ამბობენ,ეშმაკიც ანგელოზი ყოფილა თავიდან,მერე გამხდარა ზნედაცემული. ის ბავშვებიც ანგელოზებად დაიბადნენ,თუმცა მერე გახდნენ ზნედაცემულები და ეს უპირველესად ოჯახების ბრალია,მერე სახელმწიფოსი და თითოეული ჩვენგანის. ამ ბავშვებზე ექსპერიმენტი ატარეს,დაუზიანეს ტვინი და ფსიქიკა.ამიტომაც ჩემი რჩევა იქნება,ავადმყოფს კარგად მოეპყარით,შესაძლოა კიდევ შეიძლებოდეს შველა და შემობრუნება. ყველაზე მთავარი,აღარ უნდა დავუშვათ რო ბავშვებზე ექსპერიმენტები ატარონ.

ხვიჩას წარმატეტები ევროპაზეც და ცხოვრებაშიც,კარგი ოჯახის შვილია და ჩემი გვერდზე დგომა მას. ხომ გაგიგიათ,დედა ნახე,მამა ნახე და შვილი ისე გამონახეო? ხვიჩას მშობლებს მადლობა წესიერი ახალგაზრდის აღზრდისთვის და რა თქმა უნდა სამეგრელოსაც
იასონას უდარი
06 ივნისი 2024 07:40
1
აქ წერენ ცუდს უსახელოები და უსამშობლოები. ვინც თავის ქვეყანას აფასაებს სულ ცოტა მაინც, მას ხვიჩას მიმართ ცუდს ვერ ათქმევინებ.
G.LA
05 ივნისი 2024 20:22
2
ამ ტროლაობაშიც რა უნიჭოები და მატყუარები ხართ, უბრალოდ სასაცილოები! :) აბა, "წამლად" ერთი კომენტარი მაინც სცადე მონიშნო, სადაც ვინმე ხციჩას აკრიტიკებს ამ სტატიის ქვეშ. ისე კი, შემირცხვენია ყველა ის "სამშობლოიანი", ვინც მშობლიური მიწის დამპყრობსა და ეთნოწმენდის მომწყობს ელაციცება შეფარვითა თუ შეუფარავად!
გიო
06 ივნისი 2024 00:28
8
ანტიქართველი *მამათმავლების სექტა კვარაცხელიას წინააღმდეგ
Me5 Kolonis Ganadgureba#.
05 ივნისი 2024 20:10
5
ხვიჩასაც ვენაცვალე ,მამუკასაც და სხვა კიდევ მრავალ სპორტსმენს !!! მაგრამ ამას მაინც ვერ ვგებულობ , რატომ დგას სპორტი პოლიტიკაზე მაღლა და , მაგალითად ასფალტის დაგება პოლიტიკის ქვევით :) რატომ ვაყენებთ რამე პროფესიას უფრო მაღლა და სხვას დაბლა ? პრ**ი სპორტსმენი არ გინახავთ თუ სხვა რომელიმე პროფესიის ღირსეული ადამიანი ? ინჟნერ-მექანიკოსებზე მაგარი კაცები , ქრისტიანები და ქართველები რატომ არიან , მაგალითად ბობსლეისტები :) ის რომ უფრო წარმატებული პროფესიის წარმატებული წარმომადგენელია , ავტომატურად მაგარ კაცად არ აქცევს და პირიქით !!!
sonigi
05 ივნისი 2024 18:53
6
ეს სონიჩკათი რატომ მომმართე ვერ მივხვდი , მაგრამ არაუშავს . ალბათ ბოლომდე ვეტ გაიაზრე მე რა დავწერე და გაგიშიფრავ მარტივად . მამუკა და ხვიჩა მაგარი კაცები სპორტსმენობოს გამო კიარა , აღზრდის და შეგნების გამო არიან . ცნობადი ჯასტინ ბიბერიცაა და კიმ კარდაშიანი . ჯერ ადამიანი ხარ და მერე დანარჩენი ყველაფერი . მაგ ხალხს ღმერთმა ნიჭი დააყოლა და თავის დროზე სწორი მიმართულებაც აირჩიეს ( ან მშობლებმა აურჩიეს ) . ცნობადები რომ არიან მაგიტომ უნდა იყონ ყურადღებით გამონათქვამებში . თორემ ჩემი და შენი კომენტარები უმეტესპობას ერთ ადგილზე ახატია ( მამუკას და ხვოჩას ჩათვლით :D ) თან ძალიან მეეჭვება შენგან , რაიმეს ახსნა მჭირდებოდეს და რამეში გამომადგეს შენი ახსნილი სიბრძნე .
sonigi
05 ივნისი 2024 20:55
2
სონიჩკა ამას თუ ვერ ხვდები ახსნასაც აზრი არ აქვს, თუ რას ნიშნავს მსოფლიოში ცნობადობა და სახელი ერისთვის
skaro
05 ივნისი 2024 19:15
5
შენც მაგარი კაცი ხარ . შენც გამოაცოცხლე რამოდენიმე წლის წინ საქართველო და შენი თამაშის ყურების მუღამში დადიოდა ბევრი . შენზე , კვარაზე , ტალახაძეზე და ჩვენ სახელოვან ბიჭებზე თუ გოგოებზე ვინც ცუდად ამბობს რამეს ჩვეულებრივი გაბოროტებული ადამიანია. ყველანაირი პოლიტიკის დედაც მოვ... როცა ადამიანს პიროვნულად ეხები . მთავარი ისაა რომ ქართველების უმეტესობას უყვარხართ და თქვენით ველოდებით ან ველოდებოდით კვირის იმ დღეებს როცა თქვენ გამოდიოდით ასპარეზზე .
ზაზა
05 ივნისი 2024 17:43
1
გორგოძეს იქიდანეს პარლამენტში მოუნდა, მაგრამ ორიენტაციაში ეშლება, ცვლილებები იქნება ბიჭო,ცვლილებები, იქიდან ლაქია სორტსმენებს მოისვრიან
პატრიოტი
05 ივნისი 2024 16:35
46
შენ გორგოძე ვიღაცაში გეშლება
დიმო
05 ივნისი 2024 18:02
1
გორგოძეს შესთავაზეს და უარი უთხრა!
რაგბის ფედერაციაც დატოვა!
გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ნუ ავრცელებ,არ არის მისასალმებელი!
პატრიოტს
05 ივნისი 2024 17:35
0
ხალხს ისე აქვს სიყვარულის გრძნობა დაკარგული და ისე გამოურეცხეს ტვინები,რომ თუ ვიღაცის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჩაჯექი გინდა გორგოძე იყავი,გინდა ტალახაძე და გინდა კვარაცხელია,ყველაფერს გაკადრებენ. პარტია ესაა მრავალთა სიგიჟე,ერთეულების სასარგებლოდ. სამწუხაროდ ბევრი ესეთი გაგიჟებული გოიმი გვყავს ქვეყანაში
საქართველო
05 ივნისი 2024 16:23
1
მამუკას და ხვიჩას თამადობით ყველა იმ ქართველ სპორტსმენს გაუმარჯოს, ვისთვისაც "მამული, ენა, სარწმუნოება" უმთავრესია! ღმერთმა დაგლოცოთ ლომებო!
llcl
05 ივნისი 2024 15:52
1
მამუკა გორგოძე - ნამდვილი ლეგენდა!
Რაგბის ფანი
05 ივნისი 2024 15:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული