"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

AutoSharing Option
"იუთუბგვერდზე" გადაცემა "ლაი-ლაის" სტუმარი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე გახლდათ.

ვეტერანმა სპორტსმენმა კომენტარი საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. მისი თქმით, "კვარამ" მთელი ქვეყანა გამოაცოცხლა.

"ფეხბურთი მთელ მსოფლიოში სპორტზე ზევით დგას. ამ ბიჭმა, ხვიჩამ, რაც გააკეთა, საქართველო გამოაფხიზლა, გამოაცოცხლა და მაგაზე რომ პირიდან რამე გადაკრული სიტყვა ამოგივა, არასწორი ხარ, ვინც უნდა იყო. ხვიჩა მაგარი კაცია, ქრისტიანი კაცი და ნაღდი ქართველი. ხვიჩას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ რაც მან გააკეთა, სასწაული იყო", - განაცხადა გორგოძემ.

შეგახსენებთ, მამუკამ სარაგბო
კარიერა 2019 წელს, "ტულონში" დაასრულა.

altL'Equipe: კვარაცხელია ლუის ენრიკეს ესაუბრა - კლუბებს რთული მოლაპარაკებები ელით

altდე ლაურენტისმა კონტესთან ისადილა - რა ითქვა კვარაცხელიაზე?

მკითხველის კომენტარები / 28 /
შენც უმაგრესი ხარ,მამუკა.გაიხარე!!!
ბრაზი
10:41 05-06-2024
1
მართლაც ასეა. ოჯახში ფეხბურთს მარტო მე ვუყურებდი, დღეს კი მთელი ოჯახი უყურებს და ჩემი მეუღლე, რომელმაც მესხი და ყიფიანიც კი არ იცოდა დღეს, ნაპოლის მთელი შემადგენლობა იცის თავის დუბლებიანა.
ჟორა
13:43 05-06-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული