"ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გადაცემა "ჯაფარას პოდკასტში" გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გამოვხატე აზრი იმიტომ, რომ ეგრე მიმაჩნდა სწორად. მით უმეტეს, როცა ხედავ, ხალხი ასე იჩაგრება. ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს, ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს... რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც უნდა
პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან", - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 175 /
შენ ხარ კაცი!!!!!
ზაზა
19:17 05-06-2024
33
ერთ კაცს რომ ათი ურტყამდა და სიკვდილის პირას მიჰყავდა, ეგ ხდებოდა 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციებზე, კადრები ხელმისაწვდომია... და ვინც მაგას აკეთებდა, ვინც მაგ დროს სიხარულით ხელებს იფშვნეტდა და ვინც იმ ჯალათებს მსუყე პრემიებს უწერდა, ის ახლა შენ გაქეზებს - მიდი, ბუდუ, შენ თქვი, თორემ მე ვინ ოხერი დამიჯერებსო... ხვდები რამეს, შვილო?!...
ვოოტ
01:47 06-06-2024
22

სიახლეები პოპულარული