ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან

AutoSharing Option
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან.

ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

პარტიული სიის ოცეული პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ხოლო გენო პეტრიაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

ფოტო/მასალა: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 43 /
რას იბანძებთ თავს? ამხელა ხალხისპ სიყვარული და პატივისცემა წყალში რატომ უნდა გადაყაროთ არ მესმის. ხომ ცხადია, რომ კანონშემოქმედების სიყვარულმა არ მიგიყვანათ მანდ, ხოდა რა გაგიჭირდათ ასეთი, მშიერი შვილების ყურებას ვერ გაუძელით არა?
ან
10:39 11-09-2024
4
ცენზურა აკრძალია ხომ?
ხოდ კარგი მაშინ, სალამი გენო და ტალახა, მართლა რად გატალახდით?
limona
09:55 11-09-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული