ნარდში "საქართველოს ჩემპიონატი 2024", მე-9 ტური

AutoSharing Option
15 სექტემბერს სასტუმრო "ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუში" ნარდში "საქართველოს ჩემპიონატი 2024"-ის მე-9 ტურის მატჩები გაიმართა. პროფესიონალთა ლიგაში ტურის გამარჯვებული ედუარდ ნაზარიანი გახდა, ხოლო პირველ ლიგაში ტური ალექსანდრე ყაშაშვილმა მოიგო.

პროფესიონალთა ლიგის საპრიზო ხუთეული:
I ადგილი - ედუარდ ნაზარიანი
II ადგილი -ალექსეი ჭანტურიძე
III ადგილი - სოინგულ ამიროვი
IV-V ადგილი - ალეკო მანაშვილი
IV-V ადგილი - რამაზ უკლება
პირველი ლიგის საპრიზო ხუთეული:
I ადგილი - კახა კობესაშვილი
II ადგილი - თამარ ფულარია
III ადგილი - დავით შოშიაშვილი
IV ადგილი -
ალექსანდრე რუსია
V-VI ადგილი - ლერი ჩანტლაძე
V-VI ადგილი - ამირან გელაშვილი

ამ პერიოდისთვის პროლიგაში სატურნირო ცხრილს ბაქარ მათიკაშვილი 620 ქულით ლიდერობს, მეორეა ედიშერ თაკვარელია 595 ქულით, მესამეზე - ალეკო მანაშვილი 593 ქულით.
პირველი ლიგის სატურნირო ცხრილს თამარ ფულარია 610 ქულით ლიდერობს, მეორეა ალექსანდრე ჩაჩანიძე 605 ქულით, მესამეზე - ლერი ჩანტლაძე 385 ქულით.
საქართველოს ჩემპიონატის მე-10 ტური 22 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 2024-ის პარტნიორები არიან - მსოფლიო ნარდის ფედერაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სასტუმრო "ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ", გაზეთი "ლელო", "მსოფლიო სპორტი".
კონტაქტი: 598 808 807
geonardi.com
სსნფ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული