უიმბლდონზე გამარჯვებამ გაზარდა 26 წლის ენდი მარეის კომერციული მომხიბვლებლობა, - ირწმუნება სააგენტო Bloomberg ექსპერტებზე დაყრდნობით.
ასე მაგალითად, ბრენდინგ-კონსულტანტმა ჯონათან გებეიმ ივარაუდა, რომ უიმბლდონის ტიტულმა, შესაძლოა, გაასამმაგოს მარეის ყოველწლიური სარეკლამო შემოსავალი, რომელიც დღეისთვის 12 მილიონ დოლარს შეადგენს. "ბრიტანელს დიდი ხანი არ მოეგო უიმბლდონი. ახლა, მარეისთვის დიდი შესაძლებლობები იხსნება", - ამბობს გებეი.
ლონდონის მარკეტინგული სააგენტო brandRapport-ის დირექტორი ნაიჯელ კური ვარაუდობს, რომ ჩოგბურთელის წლიური შემოსავალი 74 მილიონ დოლარს მიაღწევს.
* * *
ენდის უიმბლდონზე ტრიუმფი მართლაც დიდ შემოსავალს მოუტანს, მანამდე
მარეი ლონდონის ერთ-ერთი რესტორნიდან გამოდიოდა, როცა გულშემატკივრების გარემოცვაში მოექცა. ამ დროს, აჰმედმა ჩოგბურთელთან მანძილი ვერ გათვალა და სახეში თვალთან ახლოს მოახვედრა ჟურნალი.
იფრან აჰმედმა eBay-ზე გახსნა ბიზნესი. ის სუვენირებსა და ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით დამშვენებულ ნივთებს ყიდის. ამ მომენტისთვის, გასაყიდად გამოტანილ სუვენირებს შორის არის ჩაფხუტი ცნობილი ავტომრბოლების ხელმოწერებით.
ტრასის გოგონათა რთული ცხოვრება
პილოტთა აღლუმისა და დაჯილდოვების ცერემონიის დროს სასტარტო ბილიკზე მოდელის გარეგნობის ლამაზი გოგონები - ფორმულა 1-ის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ძრავების ხმა და სწრაფი პიტსტოპები. შვეიცარიული გაზეთი Blick წერს მათი მუშაობის წესებსა და სირთულეებზე...
"პილოტებისთვის ავტოგრაფის გამორთმევა სასტიკად აკრძალულია. თუ რომელიმე გოგონას შეამჩნევენ მობილური ტელეფონით ვიდეოს ან ფოტოს გადაღებისას, ის მაშინვე დაკარგავს სამსახურს. მოკლედ, Grid Girls-თვის დაწესებულია მეტად მკაცრი წესები, რადგან ეს გოგონები - დიდი შოუს ერთ-ერთი ელემენტი გახლავთ. მხოლოდ უფერო ლაქი ფრჩხილებზე, იდეალური კანი, არანაირი პირსინგი. საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა ან საღეჭი რეზინის ღეჭვა აკრძალულია.
ერთ-ერთმა გოგონამ Blick-თან წაიწუწუნა გერმანიის გრანპრის დროს რთული პირობების გამო: "ტანსაცმლის გამოცვლა ერთ-ერთ სამუშაო ბოქსში მოგვიწია, სადაც რამდენიმე საათი გვაყურყუტეს. ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ვერსად შეინახავდი, სრული ქაოსი სუფევდა. გარდა ამისა, ბევრმა ჩვენთაგანმა პარასკევს შეიტყო, რომ ამ სამსახურისთვის ფულს არ გადაგვიხდიდნენ".
იყიდება ფანხიოს ბოლიდი
ინგლისის გუდვუდში სიჩქარის ფესტივალის რანგში გაიმართება აუქციონი. ვაჭრობაზე გამოიტანენ ავტოსპორტის წარსულისა და აწმყოს უნიკალურ ლოტებს. განსაკუთრებულად უნიკალურია ლოტი - "ნომერი 320": ეს არის Mercedes W196, რომლითაც ლეგენდარულმა არგენტინელმა ხუან-მანუელ ფანხიომ 1954 წელს მოიგო გერმანიის გრანპრი.
მანქანა შესანიშნავ მდგომარეობაშია, ყოველგვარი გვიანი ჩარევის გარეშე. გაზეთ "ტელეგრაფის" აზრით, მასში გადაიხდიან თანხას, რომელიც, შესაძლოა, ათეული ან ასეული მილიონით განისაზღვროს. ამით დამყარდება რეკორდი ფორმულა 1-ის ისტორიული მანქანებისთვის.
მეივეზერის საათები და ახალი Bugatti Veyron
ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი, გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია, იმითაც არის ცნობილი, რომ მანქანების შთამბეჭდავი კოლექცია გააჩნია. ახლა კი ირკვევა, რომ პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ მოკრივეს საათების კოლექციაც ჰქონია. რაოდენობა შეიძლება ბევრი არ არის (მათ პატრონი ერთ ყუთში ატევს), მაგრამ საერთო ღირებულებაა შთამბეჭდავი - 4.6 მილიონი ფუნტი სტერლინგი.
რაც შეეხება მანქანების კოლექციას, მსოფლიოს ჩემპიონმა Instagram-ში ექაუნტზე გამოაქვეყნა თავისი ახალი Bugatti Veyron-ის ფოტო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: დენის როდმანის არაყი